ტურფა გაზაფხული მოვა, ტურფა გაზაფხული მოდის! (ქ.ქობულაძე)
-გაზაფხული!..
იღვიძებს ბუნება და ირგვლივ ყველაფერი ასმაგად ლამაზია. არე-მარე ივსება ნათელი ფერებით,
მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ საამური სუნი ტრიალებს და ჩვენ, ადამიანებს, ყნოსვა
უფრო გამძაფრებული გვაქვს...
-
ო, რა სასიამოვნოა ახლად ამოსული აბიბინებული ბალახის სუნი, მორცხვი იის ნაზი სურნელება,
აყვავებული ხეხილი ხომ გათრობს და გატკბობს. ბედნიერებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკი რომ
გაღვიძებს, და არა საზარელი მაღვიძარა, თუნდაც მთელი ღამის უძინარი იყო.
-გაზაფხულის მოსვლასთან
ერთად თითქოს, ადამიანებიც ვლამაზდებით, თვალები უჩვეულოდ გვიციმციმებს, ბაგეებზე ნაზი
ღიმილი დაგვთამაშებთ, გუნაბა-განწყობა ამაღლებული გვაქვს, თავს ვგრძნობთ ლაღად და მსუბუქად.
-ცხოვრებას სხვა
თვალით ვუყურებთ: გულში იმედი ჩნდება, ისახება ახალი მიზნები და იბადება ახალი იდეები.
გულიც სხვაგვარად ფეთქავს, უფრო აჩქარებით, სისხლი გამალებით ჩქეფს და რბის, როგორც
არაგვი არაგვიანი.
-ტურფა
გაზაფხული მოვა,
ტურფა
გაზაფხული მოდის!
ამას
მეუბნება თოვა
და
სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას
მეუბნება გროვა
ენძელის
და კორჩოტის...
ტურფა
გაზაფხული მოვა,
ტურფა
გაზაფხული მოდის.
ღობე-ღობე,
ყანა-ყანა,
გორა-გორა,
ტყე-ტყე მოდის!
ჯერ
მერცხლები არა ჩანან,
შოშიებიც
მოვლენ როდის!
მაგრამ
გული შეუპყრია
ტურფა
გაზაფხულის ლოდინს -
ყანა-ყანა,
ჭალა-ჭალა,
ჩუმად,
ფეხაკრეფით მოდის.
მოდის
ყვავილების გუნდით,
ვერას
აკლებს ზამთრის ყეფა;
მოდის
უჩინმაჩინ ქუდით,
ნაფეხურზე
თოვლი ლხვება;
დაბლა
- მწვანე აბლაბუდით,
მაღლა
- სხივთა ოქროს ძნებად,
მოდის
ყვავილების გუნდით,
სამეუფო
ტახტზე ჯდება.
ჩუ,
ფუტკარი ზუის კორდზე -
პირველ
ყვავილისკენ ჩქარობს,
თუ
ფრთა გაკრა ორკაპ ტოტზე
გაბმულ
სხივს და სხივი გალობს?!
ფეხს
იკიდებს ჩქერი ლოდზე -
წყარო
დაბადებას წვალობს.
ჩუ,
ფუტკარი ზუის კორდზე -
პირველ
ყვავილისკენ ჩქარობს,
ტურფა
გაზაფხული მოვა,
ტურფა
გაზაფხული მოდის!
ამას
მეუბნება თოვა
და
სითეთრე ტყემლის ტოტის.
ამას
მეუბნება გროვა
ენძელის
და კორჩოტის...
ტურფა
გაზაფხული მოვა,
ტურფა
გაზაფხული მოდის.
სიმღერა „გაზაფხული
შემოსულა ლენ“
-მოვიდა გაზაფხული, შემოგვანათა ლურჯი თვალებით...
აამწვანა და გამოაცოცხლა ირგვლივ ბუნება. აჭრელდა და ახრხარდა მინდორ-ველი, აჟრიამულდანენ
ტყეები, არაკრაკდნენ წყაროები:
-ველზე
ია ამოვიდა
მიიხედა,
მოიხედა,
“მწყურიაო” – ჩუმადა თქვა,
დაძახება
ვერ გაბედა.
ველზე
ია ცქრიალებდა,
კლდეზე
წყარო ჩქრიალებდა,
მთა
და ბარში გაზაფხულის
უხვი
მადლი ტრიალებდა . . .”
-შეხეთ
იმ ტურფას, მშვენიერს,
ლურჯად
აფეთქილს იასა,
ყველას
თავისკენ იზიდავს:
ფუტკარს,
პეპელას, ჭიასა.
ხან
მაღლა იღებს თავს ნაზი
ყელ-ყელა
მოღერებული,
და
თეთრად ბრწყინავს მზის შუქზე
ცვარი
ზედ დაპკურებული.”
-გაკვირტულა,
გაკვირტულა, შინდის ტოტი გაკვირტულა,
ჩიტი
დახტის შინდის ტოტზე, განა ერთი - ცხრა ჩიტუნა!
წყარო
მთიდან მოჩუხჩუხე, ბარში დადგა, გაიტრუნა,
ცივ
ჩქერს ჩიტი დაეწაფა, განა ერთი - ცხრა ჩიტუნა!
გაზაფხულდა,
ტყის ფერდობი ჩითის ფერად დაჩითულა,
ჩიტი
გალობს ტყის ფერდობზე, განა ერთი - ცხრა ჩიტუნა!
ნაწვიმარზე
ცისარტყელამ ცა მოხატა დიდებულად,
შეხე,
ჩვენი საქართველო როგორ აყვავილებულა!"
-ხეზე
გაზაფხული სკდება კვირტებიდან,
სანამ
ღამეები მარტით გაითვალნენ ჩქარა,
მოგვისწრებენ
აწი ჩიტები და
ენაჭარტალები ამბავს გაიტანენ.
თუმცა
მწიფობამდე ჩემი ალუბლები
მაინც გაგვამხელენ რძისფერ ყვავილებად,
მალე
გადაივლის წვიმა და ღრუბლები,
რა
ვქნა, რომ მომიწევს შენი გაცილება...
სიმღერა:
„გაზაფხული მოვიდა“
-გაზაფხული,
ეს ის დროა, როცა ბუნება თავიდან იბადება. ალბათ ამიტომ არის, რომ ჩვენც გაზაფხულზე
აღვნიშნავთ დედის დღეს.
-დედა,
დედიკო! ასე მივმართავთ ყველაზე საყვარელ ადამიანს.
პირველი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამს ყოველი პატარა, ესაა-დედა! მსოფლიოს ყველა ენზე ეს სიტყვა თბილად,
ნაზად, მოფერებით ჟღერს!
-დედა,
mother, mac, mamu
-ჩემო საყვარელო, ჩემო საფიცარო,
ჩემო
მშვენიერო დედა,
სითბოთი
მევსება გული და თვალები
როცა
გაღიმებულს გხედავ!
მინდა
იყო მუდამ ამაყი, ძლიერი,
თვალებს
არ უხდება სევდა,
კორდზე
ამოსულა ლურჯთვალა იები,
სულ
შენ დაგიკრეფავ, დედა!
-დედა-ჩვენი
პირველი მასწავლებელი, ბრძენი მეგზური მთელი
თავისი სიცოცხლის მანძილზე. სწორედ დედის ბაგეებიდან გვესმის პირველი სიტყვა, პირველი
სიმღერა.
-„ლოცულობს
დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის.“/ვ.ხორნაული/
-ხშირად
მინახავს თვალზე ცრემლები
ბრმად
რომ გითხარი მძიმე სიტყვები,
თვალცრემლიანი
ნაზი თვალები
და
ისევ დედის თბილი სიტყვები...
-სანამ
დედა ცოცხალია, მანამ გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოხლით ლაღობ, ვერა გრძნობ
სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი
მწველი მზერისაგან გიფარავსმ თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში./გ.ჩოხელი/
-დედი,
რაღაც
არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,
დედი,
როგორ
შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?!
დედი,
ღმერთმა
იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,
დედი,
ალბათ,
ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.
დედი,
როგორ
გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,
დედი,
ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,
უკვდავება
რომ დაიწყოს,
ღმერთს
მოსურდეს აღწერა,
არ
გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,
ღმერთს
დავტოვებ ნაწყენად.
ღმერთის
მჯერა, ღმერთი მიყვარს,
მაგრამ
ერთის არ მჯერა:
სადაც
შენა არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.
-
სიმღერა: :გამინათე გზები“
-„დედაშენი
არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და
ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ, როდესაც
ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია... ამაშია მთელი უბედურება...“ /ნოდარ დუმბაძე/
-რამდენ
შეცდომას ვუშვებთ პატარები გამოუცდელობის გამო,
მაგრამ არ გვეშინია, დედა ხომ მუდამ გვერდით არის, გვიცავს, გვმოძღვრავს, გვირჩევს,
სამყაროს ამოცნობაში გვეხმარება.
-ქვეყნად
არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა. არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა-უფრო
კეთილისმოქმედი და ცრემლები- უფრო მისავალი უფალთან, ვიდრე - დედისა. დედის გული უანგარო
სიყვარულის ულევი წყაროა.
-„უგუნური
შვილი დედის სევდაა“, - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს,
რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამოირჩეული
ადამიანი გაიზარდოს. ადამიანურ გრძნობათა შორის
დედობრივ სიყვარულზე ძლიერი გრძნობა არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი
გრძნობ წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს
ივიწყებს შვილებს...
-დედავ
- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ
- ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს
გული შენი გულით ხალისობს,
შენი
თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს
აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ
დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი
ღამე არ გძინებია,
რომ
ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ
ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ
მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ
სიარული გესწავლებინა
შენც
დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე
შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ
მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ
ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც
ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
დედავ,
ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს
ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც
ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ
ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
თურმე
რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ
სენმა ხელი დამრია,
დედავ,
იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში
ჭაღარა შემოგპარვია.
როცა
მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს
ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ
შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი
ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც
შენა ხარ ჩემი კანდელი,
სიცოცხლის
დიდი გასხივოსნება,
შენ
შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ
დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ
დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე
ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ
შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და
სიყვარული დავიმსახურე.
დედავ
- სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ
- ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს
გული შენი გულით ხალისობს,
შენი
თვალებით ვხედავ სამყაროს.
-დედა!,
დედიკო! რამდენი სითბო იგრძნობა ამ თითქოსდა უბრალო სიტყვაში. დედობრივი სიყვარული
გვათბობს თვით ხანდაზმულ ასაკამდეც. დედა გვასწავლის სიბრძნეს, გვაძლევს რჩევებს, მზრუნველობს,
ჩვენზე, გვიცავს. დედობრივ სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:
მზე აცხუნებს, მაგრამ დედა გვათბობს.
ია-ვარდებით დალალ-დაწნულო!
ჩემი თხოვნაა, ეს სილამაზე
ყველას კეთილი გულით გვაჩუქო.
იების კონა ხელში ავიღო
და ჩემს დედიკოს გულით ვაჩუქო,
ყველა დედიკოს, მე ვუსურვებდი
არც ერთი გაზაფხულს მარტო არ იყოს.“
-გაზაფხული
უმშვენიერესი წელიწადის დროა, მოვა და მოაქვს
სიცოცხლე, სილამაზე, სიყვარული. ამ
ულამაზეს დროს უკავშირდება ქალთა დღე 8 მარტი, ქალი, ბუნების უმშვენიერესი სამკაულია,
ქალი პატივისცემაა, დედაა, ღირსია თაყვანისცემისა, ცოლია, ღირსია განდიდებისა, იგია
ყველაზე დიდი მოგალობე წუთისოფელში.
-გაზაფხული
უმშვენიერესი წელიწადის დროა, მოვა და მოაქვს
სიცოცხლე, სილამაზე, სიყვარული. ამ
ულამაზეს დროს უკავშირდება ქალთა დღე 8 მარტი, ქალი, ბუნების უმშვენიერესი სამკაულია,
ქალი პატივისცემაა, დედაა, ღირსია თაყვანისცემისა, ცოლია, ღირსია განდიდებისა, იგია
ყველაზე დიდი მოგალობე წუთისოფელში.
-ქალი
ოცნება, ქალი სინაზე,
ქალი
ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე
ქალი
ოცნება ქალი ალერსი
შენ
მოგეფერო მინდა ამ ლექსით,
ლამაზო
ქალო ტანო–ტატანო
ქალო
ათასი ჭირის ამტანო
ქალო
გრძნობის და ტრფობის სამყაროვ,
კაცებმაა?
კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ.
-კაცებო
ქალებს გაუფრთხილდით
გული
ფიანდაზათ გაუშალეთ
შუბლზე
გაჩენილი ნაოჭები
ნაზი
მოფერებით წაუშალეთ
ქალებს
შვლის ნუკრივით მოექაცით
მადლი
ხელის გულზე მოუყარეთ
ქალებს
დაულოცეთ ქალობა და
ბაღის
ყვავილივით მოუარეთ.
თორემ
სულ სხვაა ქალის ძალა
ქალი
ათას ჯავრად გადაგაქცევთ
ქალი
აგატირებთ,ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს
და ისევ კაცად გაქცევს
ხოდა
გაუფრთხილდით ამ საუნჯეს
მადლი
ხელის გულზე მოუყარეთ
ქალებს
დაულოცეთ ქალობა და
ბაღის
ყვავილივით მოუარეთ!
=ქალი–ფიქრია,ქალი–ოცნება,
ქალი–მდუმარე,ქალი–ქმნილება,
ქალი
ვარდი და სურნელებაა.
ქალი
–დედაა,ქალი–დარდია,
ქალი
ვარდი და სიყვარულია.
ქალი
–მაცდური,ქალი–ცბიერი,
ქალი
წვიმა და თოვლის ფიფქია.
ქალი–ცხოვრება,ქალი–სურვილი,
ქალი–წარსული,მომავალია,
ქალი
ვარდია სურნელოვანი.
ქალი
მთვარეა,ქალი მზე არის.
ქალი
ვარსკვლავია ცისკრის
ბედნიერია
ალბათ ის კაცი,
ვინც
ქალის ფასი იცის!
-ცეკვა
„ტანგო“
-ტურფა
გაზაფხულს ამშვენებს აპრილის თვე, აფეთქებული ტყემლის ყვავილებით, ნაირფერად შემოსილი
ველ-მინდვრებით, მაგრამ არის 9 აპრილი, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს უმძიმეს ტრაგედიას,
როცა გაზაფხულმა ფერი დაკარგა, ბუნებამ შავი ჩაიცვა, გლოვის ზარმა ჩაკლა ფრინველთა
ჭიკჭიკი და ჟრიამული.
-შენ,
საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს
ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ
საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების
ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
სამშობლოსავით
ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ
ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით
კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი
დაჩოქება, კრთომა და შიში.
ერის
რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა
გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი
ქალის დროა ახლა არის აკვანი
და
„იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.
დაიცხრე,
შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით
უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი
ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს
ცაზე დროშასავით ააფრიალე.
"აღარ
მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო"
ქართველ
კაცს, რად ათქმევინე, ეს როგორ დაგემართაო?
სთქვი,
რომ არც შენ არ იცოდი, სთქვი, რომ შენც ვერა გაიგე,
აბა
ამდენი სიცოცხლე, ფეხქვეშ როგორღა დაიგე?!
ო,
ცოდვიანო აპრილო, რამ ჩამოგბანოს წყლულიო,
ქართველს
მარილი გაუტკბა, გაუხმა ლუკმა პურიო.
ვინ
გადარეცხოს ეს სისხლი, ვინ მოგვიშუშოს იარა,
მტერს
ვაჟკაცებად დავუხვდით, თორემ ლაჩრებად კი არა.
იმ
პირალესილ ნიჩბებსაც, მკერდი ვაჩვენეთ ქართული,
შიში
სად იყო, ცეკვით და სიმღერით ვიყავთ გართული.
ასე
ცეკვაში აღმოგვხვდა, თავისუფლების ძახილი,
ვაი
მათ, ვინც რომ გულებში, ჩაგვცა სიკვდილის მახვილი.
სამშობლოსათვის
დაეცა, "შიმშილის კიბეს" ქართველი,
თამარი,
ნინო, ნათია, რომელი გითხრათ სახელი.
ან
რომელ ერთზე მოგითხროთ, ვის ავუცრემლოთ თვალები,
ღმერთო,
რა ხდება, ეს მტერთან იბრძვიან ჩვენი ქალები.
ანგელოზები
სტირიან, არდაბადებულ ქართველსო,
ფეხმძიმე
ქალი მოგვიკლეს, ვაი, ამ დარდის მნახველსო.
ამდენი
კუბო სად მიაქვთ, სად ქრება ჟამი ნეტარი,
ან
წინაპრებმა თუ იგრძვნეს შვილთა გმირობა ნეტავი...
-ოი,
საქართველოვ დაჩეხილო, დღეს მზე რა უმწეოდ ანათებს,
სად
გყავდა შვილები სასიკვდილო, ასე რომ დაუთმე ჯალათებს.
დავითისეული
სული იბობოქრებს, თამარისეული იმედი,
ისევ
წამოდგები ჩვენო საქართველოვ, ურჯულოს არ მისცე მცირედი.
ფუძე
გავამაგროთ, ერი გავამრავლოთ აი დღეს რა არის მთავარი,
ისევ
გავუჩუნოთ, გმირებად დავურჩინოთ, ქვეყანას ნათია და თამარი.
და
თუ დაგჭირდება, ჩვენო საქართველოვ, სანთლებს კვლავ აგინთებთ იცოდე,
ხორცით
მოწამლულნი, ისევ ავენთებით, მტერს რომ მოვუწამლოთ სიცოცხლე.
-ტაძარს
ჰგავდა იმ დღეს რუსთაველის ქუჩა, ყვავილებით, სანთლებით სამშობლოს იცავდნენ, სიმღერით
ხვდებოდნენ კბილებამდე შეიარაღებულ მტერს. 9 აპრილის უდანაშაულო ადამიანები ზვარაკად
შეეწირნენ საქართველოს დიდებას. ისინი გმირები არიან.
-ცეკვა
-სწორედ
მათმა თავგანწირვამ მოიტანა 26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! „თავისეფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა
ხვედრია!“ და ქართველობამ შეძლო სიმამაცით,
თავდადებით, ბრძოლის ჟინით ნანატრი თავისუფლების მოპოვება.
-ნეტა
ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება
ციხე-ტაძრები
ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.
წევს
ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი,
თავს
დასდგომია იალბუზი ხელ აპყრობილი.
თითქოს
ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს,
და
საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.
თრთის
ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...
თრთის
საფლავები წმინდანების და ფალავნების...
ზოგი
ციხეა შეკივლება, ზოგი - გაფრენა
ზოგს
აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი
მუშტია, მუქარაა, ზოგი - გინება
ალაყაფებით,
ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი
ამაყი ლილეოა, ზოგი - გასროლა,
ზოგიც
შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.
წლებმა
იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება:
ხავსად,
დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.
თვითონაც
მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია
მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.
დიდება
თქვენდა თოროსანო ბერო მამებო,
თქვენ
შეგინახავთ ენა, რჯული, ერი, სამეფო,
წიგნებს
უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,
და,
საქართველოვ, სულს იკაჟებ გოლიათდები!
ვინაც
ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,
დიდება
მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი.
კედლებს
ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო,
ხვედრი
თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.
კურთხეულ
იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით
განათლდეს, ვინც აკვანი მათი არწია.
ვინაც
პირველად დაიმღერა “ვეფხვი და მოყმე”
იმ
გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონო,
კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,
თუ
სადმე რამე ცოდვა გქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ!
ო,
ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო -
შენ,
ძვალო ჩემო, გატანჯულო, ჩემო სხეულო.
ო,
გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი
რაა, ყველა თქვენი ნაკაწრი მტკივა.
გამისკდეს
მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო
შენ
საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი,
სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით
და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა
და
საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას
მეციხოვნედ მარადისობა!..
სიმღერა:
„ჩემი საქართველო აქ არის“
იაკობი - ერის ბურჯი (I კლასის გამოსაშვები ღონისძიბა) (სცენარის ავტორი:(იაკობის სიზმარი) ქ. ქობულაძე)
იაკობი - დედა ენის ბურჯი
-დედაენა არის ენა
სულისა, უცხო ენა კი, ენა მეხსიერებისა, მხოლოდ მშობლიურ ენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა
გულმხურვალედ (იაკობ გოგებაშვილი)
-დედაენას, რაკი დედა
ჰქვია, მახსოვრობა აღარ სჭირდება, თუ კაცი ხარ და არა პირუტყვი. ენა დედაა შენი და
მუდამ უნდა გახსოვდეს, უნდა უკვდავყო იგი, როგორც შეგიძლია და რითაც შეგიძლია.(ნოდარ
დუმბაძე)
-ქართული ენა- ღმერთების
ენაა!
-ქართულ ენას გოგებაშვილის
სახით, ისეთი დარაჯი ჰყავს, რომ მას ვერასდროს,
ვერავინ, ვერაფერს დააკლებს!
-თითზე ჩამოსათვლელია
ადამიანები, რომელთაც იმხელა ამაგი აქვთ გაწეული სამშობლოს წინაშე, რამხელა ამაგიც
იაკობ გოგებაშვილმა დასდო მომავალ თაობებს.
-იაკობმა შექმნა შეუფასებელი
განძი, რომლიოთაც სულ პირველი ანა-ბანა დავისწავლეთ.
-იაკობმა მოარგო ჯადოსნური
გასაღები ქართული ენის ოქროს სკივრს, ამ გასაღებს „აი ია“ დაარქვა და პატარებს ტკბილ
ზღაპარში შეგვიძღვა.
-ცხოვრების გზაზე
მუდამ შენტან არის „დედა ენა“ და მისი უკვდავი შემოქმედი, მზისახოვანი იაკობი - ერის
მამა.
-- ეს წიგნი ერის ბურჯია!
ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ,
ერის მეც ვზიდე ჭაპანი.
--მოფრინდა შავი მერცხალი
ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში,
ჩაფინა
იის ღერები.
--პაწია წიგნი ბედ-იღბლით,
კიდობანს
გამოემგვანა,
და რაც
შიგ გადანახულა
ის გადაარჩენს ქვეყანას.
--მე კი მგონია, ფრესკებზე,
ყრმა რომ ზის დედის კალთაში,
თუ „დედაენას“
მივუტანთ,
დიდივით
კრძალვით გადაშლის.
--თითს გააყოლებს
ასოებს,
ვაზის ლერწს, ნამგალს, ნიამორს,
ენას ქართულად აიდგამს
და იტყვის: აი იაო.
--იდიდე, წიგნო, იდიდე,
ქართული
სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა, ღმერთკაცი,
იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო!
--დედაენა, სიბრძნის
წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
აი ია, აი თითი,
აი მთელი სამყარო.
--დედაენა, სიტყვის
კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედაენა ქართული.
--სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების
შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
--ათას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველგახელა.
--ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლიური მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
--ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
--მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა
პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირვებლად!
--და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედაენას დედასავით
მოფერება სჭირდება!!!
იაკობის სიზმარი (სპეკტაკლი)
იაკობი ჩაფიქრებული ზის მაგიდასთან, ამოიოხრებს
და იტყვის
--დედა ენა თითქმის
დავასრულე, 33 მზის სხივს თავის ადგილი მივუჩინე ენის სამფლობელოში, ახლა კი მინდა
დარიგებები დავუტევო პატარა გოგო-ბიჭებს, მაგრამ რომ ვერაფერი მოვიფიქრე?!
ამ ფიქრში ჩაეძინება.
გამოჩნდებიან მოცეკვავე ფერიები.ცეკვის შემდეგ დაინახავენ ჩაძინებულ იაკობს.
I -ეს ვინა არის?
II - ნახეთ, როგორი
დაღლილი სახე აქვს
III - ალბათ ძალიან
რთულ საქმეზე ფიქრობდა
ერთ-ერ\თი დაინახავს
მაგიდაზე გადაშლილ დედა ენას და ხელში აიღებს
IV - ეს რა წიგნია?
ამოიკითხავენ სათაურს
ყველა-- დედა ენა
V - ეს ხომ იაკობ
გოგებაშვილია. ამ წიგნის- დედა ენის -ავტორი
VI -- მე კარგად ვიცნობ
მას. რამდენი ღამე უთენებია ამ წიგნის შექმნისთვის. ეს წიგნი კი არა - მზის საგანძურია.
I-ნეტავ ახლა რა გასაჭირი აქვს? იქნებ დახმარება შევძლოთ?
II- მე ვიცი, მას
სურს დაასრულოს დედა ენა, და ბავშვებისთვის მოთხრობები დაწეროს. მაგრამ, რატომგაც ვერ
ახერხებს
III- მე შემიძლია
მისი დახმარება
IV-მართლა? და როგორ
დაეხმარები?
III-მე ხომ სიზმრის
ანგელოზი ვარ, წავივან მის სოფელში და ბავშვობის მოგონებებს გავუღვიძებ.
V-ეს მართლაც კარგი აზრია.
VI-
ჩინებულია. წარმატებებს გისურვებ.
ყველა ფერია ერთის
გარდა, გადიან სცენიდან. ანგელოზი უახლოვდება იაკობს და აღვიძწბს:
ფერია- იაკობ, იაკობ!
იაკობი- რა ხდება,
ვინ მეძახის?
ფერია- ნუ გეშინია,
მე სიზმრის ანგელოზი ვარ, შენს დასახმარებლად მოვედი?
იაკობი- დასახმარებლად? და როგორ უნდა დამეხმარო?
ფერია- მინდა ერთ
ადგილზე წამომყვე და კარგად დააკვირდე რაც მოხდება.
იაკობი- კარგი წამოგყვები.
გაივლიან გზას და
მოხვდებიან იაკობის სოფელში
იაკობი- ეს ხომ ჩემი
სოფელია, ჩემი ბავშვობის საგანძური.
ფერია- დიახ, ეგ შენი
სოფელია, სადაც იზრდებოდი, თამაშობდი, ცელქობდი და სწავლობდი.
იაკობი- და აქ რატომ
მომიყვანე?
ფერია- მინდა ბავშვობის
მოგონებები გაგიღვიძო. ყურადღებით დააკვირდი, იაკობ
ბავშვს სძინავს სკამზე.
(ჩოხა აცვია). შემოდის ბებია
ბებია- იკვე შუადღეა,
ამ ბიჭს კი სძინავს და სძინავს. არც შრომა უნდა და არც სწავლა. მეზობლებიც კი დასცინიან
უკვე- „მუქთამჭამელაო.“ რა ვქნა, როგორ გამოვასწორო ეს ბიჭი... შვილო, გაიღვიძე, გაიღვიძე, რა ხანია
გათენდა.
ბიჭი გაიზმორება და ზლაზვნით გადმობრუნდება ბებიასკენ.
მუქთამჭამელა- აუუ,
რა კარგად და ტკბილად მეძინა.. რატომ გამაღვიძე? რა გინდოდა?
ბებია--ადექი შვილო,
თვალს წყალი დაალევინე, ტოლ-ამხანაგებში გაერიე.
მუქთამჭამელა-- არ
მინდა მათთან, მირჩევნია ვჭამო და დავიძინო.
ბებია-- არ შეიძლება,
შვილო ამდენი ჭამა და ძილი, ხომ იცი, პირი ერთი გაქვს, ხელი კი ორი.
მუქთამჭამელა-- (დაიხედავს
ხელებზე) ეგ კი მართალია, და რაა?
ბებია-- რა და, შვილო,
ცოტა უნდა ჭამო და ბევრი იმუშაო.
მუქთამჭამელა-- კარგი
რა ბებო, ხომ იცი რომ მეზარება.
ბებია-- ეეხ, ვიცი
რომ გეზარება და შენი სენიც ეგაა. ამიტომაც დაგცინის ყველა და მუქთამჭამელას გეძახიან. (გადის სცენიდან)
მუქთამჭამელა-- მართალია
ბებია, ყველა დამცინის და აბუჩად მიგდებს. მოდი დღეიდან შევიცვლები. აი, ამ ჩოხას ფავიხდი,
პიჯაკს ჩავიცვამ და პატივიც დამედებაო.
გამოიცვლის ჩოხას
ჩაიცვამს პიჯაკს და გადის სცენიდან. ა დროს შემოდის სამი ბიჭი. ერთს ვარდების ტაიგული
უჭირავს ხელში. უცებ დაინახავს ლამაზ ყვავილს.
1ბიჭი-- რა ლამაზი
ყვავილია, მოდი მოვწყვეტ და დედას წავუღებ.
2 ბიჭი-- რად გინდა
ეგ ყვავილი,სურნელი არ აქვს.
1 ბიჭი-- არა უშავს,
სამაგიეროდ ლამაზია.
მოწყვეტს და ვარდების
კონაში ჩადებს. ამ დროს შემოდის მუქტამჭამელა. ბიჭები დაინახავენ და პირველი ბიჭის
გარდა, ყველა გაიცინებს.
2 ბიჭი-- დახეთ, დახეთ,
ვინ მოდის, ჩვენი მუქთაჭამელა.
3 ბიჭი-- მართლაც
ეგაა, ოღონდ ჩოხის ნაცვლად ახლა პიჯაკი ჩაუცვამს.
1 ბიჭი-- ბიჭო, ტანისამოსს
კი ნუ იცვლი, ხასიათი გამოიცვალე, გაისარჯე
და პატივი დაგედებაო.
დარცხვენილი მუქთამჭამელა
გადის სცენიდან. ბიჭებიც გადიან, სცენაზე მხოლოდ 1 ბიჭი რჩება. შემდეგ მიდის მაგიდასთან
და ვაზაში ყვავილების კონას დებს. მოშორდება მაგიდას, მაგრამ მაშინვე მობრუნდება და უსუნო ყვავილს ამოიღებს. დასუნავს და იტყვის.
1ბიჭი-- საოცარია, უსუნო ყვავილს ვარდის სურნელი გადასდებია... ჰო,
ახლა კი მივხვდი, რატომ მირჩევს დედაჩემი კარგ ამანაგებში ყოფნას.
ბიჭი გადის სცენიდან.
იაკობი და ფერია შემოდიან.
ფერია--მართალი ხარ იაკობ. მოდი ახლა სხვა მოგონებები
გავაღვიძოთ.
ბიჭი-- გამრჯობა, კოტე, ბაბუ
ბერიკაცი-- ღმერთმა გაგიმარჯოს, შვილო!
ბიჭი--რას შვრები, ბაბუ? მოგეხმარო?
ბერიკაცი-- გაიხარე შვილო, კეთილი გული გაქვს. მსხლის
ნერგსა ვრგავ, გაიზრდება და გემრიელ ნაყოფს მოისხამს.
ბიჭი მიეხმარება ბერიკაცს, შემდეგ ჩაფიქრებული კითხავს:
ბიჭი-- ბაბუ, რას ეწვალები ამდენს, ამ ნერგის გაზრდას
დიდი დრო უნდა და მის ნაყოფს ვეღარ მოესწრები.
ბერიკაცი--ვიცი, რომ ვერ მოვესწრები, მაგრამ სხვები
მოესწრებიან, გაიხარებენ, მომიგონებენ და მადლობას შემომითვლიან. დაიხსომე, შვილო, ფუტკარიც კი არ შრომობს
მარტო თავისთვის და ადამიანმა როგორ
არ უნდა იზრუნოს სხვისთვისო.
ბიჭი--ღმერთმა დღეგრძელობა მოგცეს, კოტე ბაბუ
ბერიკაცი--ღმერთმა დიდხანს გაცოცოცხლოს შვილო.
ბავშვი გადის სცენიდან.
ცოტა ხანში გადის კოტე ბაბუც. შემოდის იაკობი და ფერია.
ფერია-- წამოდი, იაკობ, ახლა სხვა ამბავი მინდა გაგახსენო.
გადიან სცენიდან.
შემოდის რამდენიმე ბავშვი, თითქოს ბაზრობაა. ამ დროს, პატარა
შეშინებული გოგონა დარბის,თითქოს ვინმეს ეძებს
გოგონა-- დედა! დედა!
რომ ვერ იპოვის გაჩერდება სცენის შუაში და დაიწყებს
ტირილს. მის ირგვლივ მოგროვდება ხალხი
1მგზავრი-- რა ხდება? რატომ ტირის?
2მგზავრი--მგონი დაიკარგა
3მგზავრი-- დაიკარგა? საბრალო..
4 მგზავრი - პ\ტრულს დავუძახოთ და ის დაგვემარება
5მგზავრი-- იქნებ როგორმე ჩვენ დავეხმაროთ?
6მგზავრი- და როგორ დავეხმაროთ? ამ გოგონას არავინ ვიცნობთ
7მგზავრი-- იქნებ თვითონ გვითხრას ვინ არიან მისი მშობლები?
გოგონავ, გაგვაგებინე ვინ არის დედაშენი?
გოგონა ტირილს წყვეტს და გაოცებული ეუბნება:
გოგონა--განა არ იცით? ამას რა კითხვა უნდა, დედაჩემი
ის არის ვინც ყველაზე ლამაზია.
ამ დროს შემოდის დედა და ჩაეხუტება შვილს:
დედა -ჩემო გოგონავ, როგორ შემეშინდა, მეგონა ვეღარ
გიპოვიდი.
ყველა გადის სცენიდან.
შემოდის იაკობი და ფერია.
ფერია-- მართალი ხარ, ეს ნუცა იყო.
იაკობი--მახსოვს როგორ ვთამაშობდით ხოლმე ბავშვები ნუცასთან
ერთად, ჩამოვსხდებოდით და თამაშით ვსწავლობდით მიმატებას თუ გამოკლებას. როცა დედას ვეტყოდი ნუცასთან მივდივარ სათამშოთოგაიღიმებდა
შუბლზე მაკოცებდა მეტყოდა, გაიქეცი შვილო, ნუცას სკოლაში არ დაგაგვიანდესო.
გადიან სცენიდან შემოდის
ნუცა და ბავშვები.
ნუცა: ბავშვებო, მოვემზადოთ
გაკვეთილისთის.
ბავშვები: დიახ, ნუცა
მასწავლებელო.
ნუცა: როგორები უნდა
ვიყოთ, რომ ჩვენმა მშობლებმა და სამშობლომ
იამაყოს ჩვენით?
ბავშვები: დამჯერები,
ჭკვიანები, მეგობრულები, ლამაზები, ზრდილობიანები,
პატივი ვცეთ უფროსებს და ერთმანეთს, კარგი სწავლითა და საქმით ვასახელოთ ჩვენი სამშობლო.
ნუცა: რა არის სამშობლო?
ბავშვი: სამშობლო
იქ არის, სადაც დავიბადეთ, ვიზრდებით და ვცხოვრობთ, სადაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.
ნუცა: რა ჰქვია ჩვენს
სამშობლოს?
ბავშვები : საქართველო.
ბავშვი : ჩემი კარგი სამშობლოა
ეს დედული, ეს მამული,
ერთმანეთზე ორღობით და
ბილიკებით გადაბმული.
მუხის ფესვით შეკერილი
ვაზის ცრემლით დანამული,
დღე სიმღერით ავსებული,
ღამე მშვიდად განაბული,
დილის სალამს ეუბნება
მამულს ჩემი სალამური.
მზე ბრდღვიალა, ცა კრიალა,
მობიბინე მოლი მწვანე,
ეს მამული ჩემი არის,
საქართველო, გენაცვალე.
შენ ხარ რწმენა და დანთელი,
მიმავალთა მიწავ ძველო,
ნაომარო, ცრემლგამშრალო,
საყვარელო საქართველოვ.
ჩემი ქვეყანა ეგრე ლამაზი,
შავი ზღვის პირას აღმართულია,
თავზე გვირგვინად მუდამ მზე ადგას,
მისგან ღრუბლები დაფანტულია.
ხან გაშლილია უგზო- უკვალოდ,
ხან ვენახებით დახლართულია,
მთაც ლამაზია, ბარიც ლამაზი,
ცა ფიროსმანის მოხატულია.
ბავშვები: მე საქართველოს
ისტორია მიჭირავს ხელში,
პატარა წიგნში საუკუნენი ჩაუტევიათ,
ყოველ ფურცელზე ათასწლეულთა განმავლობაში,
ქართული ერის ამოსუნთქვა აღუბეჭდიათ.
ნუცა: რომელია საქართველოს დედაქალაქი?
ბავშვი: თბილისი.
ნუცა: სანამ თბილისი იქნებოდა, რომელი
იყო საქარტველოს დედაქალაქი?
ბავშვი: მცხეთა.
ნუცა: ვის ახსოვს, ვინ სახელთან არის
დაკავშირებული თბილისის დაარსება?
ბავშვი:საქართველოს მეფის ვახტანგ გორგასლის.
დევებივით დგანან მთები,
მთებზე თეთრი ნისლია,
ეკითხება ქარი ფოთოლს,
ეს ქვეყანა ვისია?
ვისია და ვინც მოუვლის,
ვინც აყვავებს, მისია,
ის, ვინც სულით ქართველია,
სისხლიან და ხორციან,
მაშ, ქართველმა იქართველოს,
ამ მთებით და ამ ველით,
შურის თვალი აარიდოს
ამვლელის და ჩამვლელის.
ასახდენი უნდა ახდეს,
უნდა ითქვას სათქმელი,
გაუმარჯოს საქართველოს,
ქართულით
და ქართველით.
ნუცა: ჩამოვთავლოთ საქართველოს კუთხეები.
ბავშვები: ქართლი, კახეთი, სვანეთი,
აფხაზეთი, აჭარა, თუშეთი, გურია, სამეგრელო,
იმერეთი, ხევსურეთი.
ნუცა: რომელია ჩვენი მშობლიური ენა?
ბავშვი: ქართული ენა.
ნუცა: ქართულ ენაზე ბევრი ლამაზი სიტყვა
ვიცით
ბავშვები: ლამაზი, ნარნარი, საამური,
ტკბილი...
ნუცა: რამდენი ასო-ბგერაა ქართულ ენაში?
ბავშვები: 33
ნუცა: რამდენი ხმოვანია?
ბავშვები: ხუთი, დანარჩენი თანხმოვანია.
ნუცა: როგორ გამოვარჩიოთ, რომელია ხმოვანი?
ბავშვები: ხმოვანი ითქმის ხმამაღლა
და გრძლად.
ნუცა: ჩამოვთვალოთ ხმოვნები
ბავშვები: ა, ე, ი ,ო უ
ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა,
ღმერთია, ბედისწერაა,
ზღვა როა, იმოდენაა.
ნუცა: ვინ მეტყვის, რომელი ყვავილის
სახელი შედგება მხოლოდ ხმოვნებისგან?
ბავშვები: ია
ნუცა: როცა „დედაენის’ შესწავლა დავიწყეთ,პირველივე
გვერდზე დაგვხვდა ია.
ბავშვები:
როგორც მერცხლის კოხტა ბუდე,
შვენის სახლებს აივნიანს,
ისე შვენის წიგნის ფურცლებს
აი ია, აი ია.
საქართველოს უკვდავება,
მოჩქეფს, განა დაილია!
დედასავით შეიყვარეთ
აი ია, აი ია.
მომავალი თაობები
აივლიან, ჩაივლიან,
სულ იქნება ჩვენს მამულში
აი ია, აი ია.
სიმღერა
შემოდგომა -ოქროსფერი ფიფქები (ღია გაკვეთილი)
შემოდგომა- ოქრისფერი ფიფქები (ღია გაკვეთილი)
კითხვა-
პასუხი, მოსწავლეთა წინარე ციდნის გაქტიურება.
-რა დღეა დღეს?
-რა დღე იყო გუშინ?
-რა დღე იქნება ხვალ?
-რამდენი დღეა კვირაში?
-რა რიცხვია დღეს?
-რით გამოირჩევა
1 დეკემბერი?
-რა რიცხვი იყო გუშინ?
-ნოემბერი წლის მერამდენე
თვეა?
-რამდენი თვეა წელიწადში?
-რამდენი დროა წელიწადი?
„გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამტარი,
ესეც შენი ოთხი დრო,
წელიწადიც მზად არის.“
-წლის რომელ დროს
ვემშვიდოებით დღეს?
-რა სიტყვებით შეიძლება
შევამკოთ შემოდგომა? (ოქროსფერი, ხვავიანი, ბარაქიანი)
-რატომ ოქროსფერი?
-რატომ ხვავიანი და
ბარაქიანი?
-როგორ შეიცვალა ამინდი?
-როგორ შეიცვალა ჩვენი
ჩაცმულობა?
-რა ბუნებრივი მოვლენებით
გამოირცევა შემოდგომა? (ფოთოლცვენა, ფრინველები)
-რომელი ფრინველები
მიფრინავენ თბილ ქვეყნებში? (ბულბული, შოშია, მერცხალი)
-რომელი ფრინველი
რჩება ერთგულად ჩვენთან? (ბეღურები)
-ყველაზე მეტად შემოდგომა
რატომ გვიყვარს?
-რა ჰქვია ყურძნის
კრეფას?
-რა ჰქვია ადილს სადაც
ვაზია გაშენდებული?
-რას ვამზადებთ ყურძნისგან?
-რა არის ქიშმიში?
-რას ამზადებენ ყურძნის
წვენისგან?
-რას ამზადებენ ყურძნის
წვენისგან და ფქვილისგან?
- თათარისგან და ძაფზე
აცმული თხილისგან ან კაკლისგან?
- მოდით ახლა ლექსები
მივუძღვნათ წლის ფერად დროს
1) „შემოდგომა მოვიდა
და
გადაყვითლდა მინდორ-ველი,
მოსავალით კვლავ აივსო
ბეღელი და საწნახელი.
2) ღვინობისთვის კვლავ მაჭარი
ადუღდება დიდ ქვევრებში,
აცივდა და ჩიტუნებიც
გავიფრინდნენ თბილ
ქვეყნებში.
3)ჭირნახულის მოგროვებაც
დასრულდება სამ-ოთხ
დღეში,
ჩვენ კი ერთად ვიზეიმოთ
ამ ოქროსფერ სამოთხეში.
4) რა ჯობია სემოდგომას,
საწნახელზე შემოდგომას?!
ჩურჩხელებით სავსე ძელებს,
ციცქნა გულებს
რომ გვიძგერებს.
ჩირებს, კოხტად ამძიმებულს,
თოკს ჩამიჩით დამძიმებულს.
5)სავსე ბეღლებს და ნალიებს,
ქვევრებს, ღვინო რომ
დალიეს,
ზვინებს, ცამდე აკიდებულს,
აკიდოებს დაკიდებულს.
6) ფოთლებს, ჭრელად
მოფარფატეს,
არემარე, რომ დახატეს,
რა ჯობია ხვავიან
და
ბარაქიან შემოდგომას?!
რთველში „მრავალჯამიერს“
და
საწნახელზე შემოდგომას.
7) შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით
და მოსავლით აივსო
საქართველოს ველები.
8) დაიტვირთნენ ვაზები,
დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
9) -სიტკბოებაც აქ არი!
-სიხარულიც აქ არი!
-ბიჭო, მაგრად დაჰკარი!
-ჩამობერტყე კაკალი!
10) ისმის შეძახილები,
სიმღერებით სტკბებიან,
აჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
11) ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას,
მკვირცხლად ეგებებიან.
12)ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან,
-ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!
13)დახუნძლული ვენახების
კარი არის ღია:
აქეთ გოგრის
გორებია,
იქ ვაშლები
ყრია.
14)-დაკრიფეთო- ხეხილები
ტოტებს დაბლა ხრიან,
ქარვისფერი, შინდისფერი
სიტკბო უდგას მტევანს
15) გოდრებს კალათს
მივაშველებთ
აღარ არის ტევა,
საწნახელში - ტაშფანდურა,
ზვრებში ღამის თევა.
16)გზას ვერ უქცევ
გოდრიანი
მანქანების გრიალს,
უფრთხი თავზე გადმომზირალ
მუშტისტოლა ქლიავს.
17) და ფოთლები ცეცხლისფერი
ორღობებში ქრიან.
ამას ჩვენი დალოცვილი
შემოდგომა ქვია.
18) ვენახში რთველი
გაჩაღდა დიდი
ზვარიდან ისმის სიმღერა მშვიდი
საწნახელიდან მოსჩქეფს ბადაგი,
ივსება დიდი ქვევრი
ბარაქით.
19) ორღობეში კი დატვირთულები
მოდიან ხორბლით სავსე
ურმები,
ბაღში ბავშვების ჩამდგარი ჯარი,
დაუკრეფიათ ვაშლი და მსხალი.
20) დაჰბერავს მთიდან ნიავი გრილი,
და კალათები ივსება ხილიტ,
გვერდზე აწყვია გოგრების გროვა,
თაფლივით კარგი და ტკბილი როა.
21) ბიჭები სიმინდს
ტეხენ ყანაში,
იქვე გუგული
უსტვენს ყანაში,
ჯოხზე ქანაობს
ასხმული თხილი,
ქვაბში ჩაასხეს ბადაგი ტკბილი.
22) ჯერ საჩურჩხელედ ძაფზე ააცვეს
და ფელამუშის კაბა ჩააცვეს,
გარეთ კი ქარი ღამეებს ათევს
გზად ოთლის ყვითელ ხალიჩას აფენს.
-გული კი მღერის
- ჩემო მამულო,
ეს მოსავალი სამხიარულოდ!
-ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა გუნდები და თითოეულს შეძლებისდაგვარად
წარმოედგინა: შემოდგომის ერთი დღე, შემოდგომით
რომ არ შეგვცივდეს, შემოდგომის ნობათი და რთველი.
ჯგუფებს სამუშაოდ ეძლევათ 10 წუთი. შეფასდებით, რამდენად სწორად შეასრულებთ დავალებას,
და როგორ გადმოცემთ თქვენს მიერ შესრულებულ ნამუშევარს.
-1)შემოდგომის ერთი
დღე
-დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა
ტყე-ველსა,
კაკალსა მოშრიალესა,
და ვერხვსა
\შტოთა მრხეველსა,
-მუხას ამაყად მდგომარეს,
ზვიადსა შეურხეველსა,
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან,
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
-აღარსად მოჩანს მერცხალი,
ფრთამოცქრიალე, ფრთამალი,,
გარიჟრაჟ - განთიადისა,
შემოციქულე მამალი.
-დაღლილი მუშის მკურნალი,
სევდიან გულის წამალი,
მოუძებნია სხვა კუთხე,
ჩვენგან შორს, ზამთრის
სამალი.
-სხვა ფრინველებიც
წავიდნენ,
იმავ გზით, იმავ
კვალითა,
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ
შვილებით, ბიჭებ-ქალითა,
-ბუნების წესთან მოხდილნი,
პირნათლად სრულის ვალიტა...
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ,
დანაღვლებულის თვალითა.
2)ტანსაცმელი
შემოდგომა დადგა და
აცივდა, ვეღარ გვათბობს პერანგები, მაისურები, შორტები და სანდლები.
რომ არ შეგვცივდეს
და სურდოც არ დაგვემართოს, აუცილებელია თბილად ჩავიცვათ.
მაგალითად: სვიტერი, პიჯაკი, ჟაკეტი, შარვალი, პალტო,
ქურთუკი, ტუფლები, ბოტები.
თუკი ასე მოვიქცევით,
სურდო არ დაგვემართება და შეგვეძლება დავტკბეთ შემოდგომის ფერადი პეიზაჟით.
3) შემოდგომის ნობათი
მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლით
წელიწადის ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს
თავის ნაამაგარს -
სიმძიმით
ტოტებდახუნძლულ ბაღს,, ყურძნით დახუნძლულ ვენახს. ხორბლით სავსე ბეღელს, კაკლით სავსე
კალათებს...
დაიკრიფა ვაშლი, მსხალი, კომში, კარალიოკი - ბავშვებს
გემრიელი დრო დაგვიდგა.ბებომ უკვე დაამზადა ჩირი, ჩამიჩი და ჩურჩხელები...
კიდევ
ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენთვის, ბავშვებისთვის, შემოდგომა ყველაზე ნუგბარი დროა.
4)რთველი
ყურძენი დამწიფებულა,
დახე, როგორ წითლად
ღუის,
ჩქარა, თორემ რთველი,
თორემ
კოღო, ბუზი თავს დაბზუის.
შეიკრიბნენ მკრეფავები,
ამოუდგნენ თითო ვაზსა,
ყურძენს სვლეპენ,
იცინიან
და მოაბეს მხარი მხარსა.
მტევნებს ჰკრეფენ,
ჰგლეჯენ, სჭრიან,
გაჰკრეს, გაჰკრეს
ვენახს ხელი,
კალათები იზვირთება
და შეიქმნა ხშირი
რთველი!..
საურმეზე გოდრები
დგას,
კალათს სცლიან ზედიზედა,
აბა, ბიჭო, მარნისაკენ,
თორემ ძლიერ გაიჭედა.
იკიდებენ მძიმე გოდრებს
სიცილით და ღიღინითა,
ურმით მიაქვთ საწნახლისკენ,
ნება-ნება, ჭრიჭინითა...
აბა, გიგო, კრჩხა
თუ გინდა,
ან ჯაგანი, ან აკიდო,
შენი წილი ზამთრისათვის
მოდი, ზურგზე წამოგკიდო...
ჩვეულება ასეთი გვაქვს,
ხილს ვინახავთ საზამთროსა,
ყურძენი სჯობს შესანახად
ნესვებსა და საზამთროსა...
მზე ჩავიდა. საწნახლიდან
მოწანწკარებს ტკბილი
წყარო,
აბა, ბიჭო, შეადექით,
ახლა წურვას მოვუჩქაროთ...
ბიჭებმა ფეხთ დაიბანეს,
შემოადგნენ საწნახელსა,
გადიან და გამოდიან,
უმადლიან ყურძნის
რთველსა.
აგერ ტკბილმაც მოიმატა,
ძლივსღა იტევს მოკლე
ღარი,
ჩქაფაჩქუფით მოჩქრიალებს,
ქვევრი დახვდა უმაძღარი!..
დაილოცა ღვთის ნაკურთხი,
ჩვენის ოფლით მონაგარი,
მაშ, პირველა ღვთისთვის
იყოს,
ზედაშე და კელაპტარი!..
გუნდების პრეზენტაციის
შეფასების და ინდივიდუალური შეფასების შემდეგ, მოსწავლეები მღერიან სიმღერას შემოდგომაზე.
👍👍👍
ОтветитьУдалить