ტრენინგი

ინტელის ტრენინგი

ოთხი დღის რეფლექსია

რეფლექსია I  და  II დღე ( 7-8 მაისი )
როდესაც ტრენერი დამიკავშირდა და ტრენინგის შესახებ მითხრა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მის ტრენინგებზე  დასწრება, არა მარტო ცოდნის მომტანი, არამედ ერთგვარი სიამოვნებაცაა.  ასეთი შემართებით გავემართე ტრენინგის ადგილისკენ და იმედები არც ახლა გამიმტყუნდა. პირველი დღეს ვისაუბრეთ, თუ რა არის ინტელის ტრენინგის მიზანი, პროექტებით სწავლების ამოცანები და შედეგები. გავეცანით  Viewer პროგრამას, მის შინაარსს, ჩანართებსა და შენიშვნებს. გავეცანით ტრენინგის მოდულებს, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. წავიკითხეთ პროექტი “კონკია“,  რომელიც ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კი დავალება - როგორი იქნებოდა კონკია 2025წელსJ. მივიღე დავალება, შემერჩია სათაური პროექტისთვის, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრი თემა მიტრიალებდა თავში,.საბოლოოდ არჩევანი შევარჩიე საგზაო ნიშნებზე.
მეორე დღეს ვისაუბრეთ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტზე, თუ რას ვგეგმავთ, რა გვსურს გავაკეთოთ. გავეცანით და დავამზადეთ პუბლიკაცია, რაც საკმაოდ სახალისო იყო ჩემთვის.  და მსურს კიდევ მეტად დავიხვეწო ამ საკითხში.  მივიღე ტრენერის უკუკავშირი. მოკლედ, ეს დღეც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

რეფლექსია   III  დღე (14 მაისი)

   დღე დაიწყო საინტერესოდ. ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა და აქტიობები.  მოვისმინეთ საინტერესო პრეზენტაცია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, რომლის შემდეგ ავირჩიე ჩემი პროექტისთვის შესაფერისი უნარები, ამისშემდეგ პროექტისთვის შევარჩიე ის ინდიკატორები, რომელზედაც მინდა გავიდე. შესვენების შემდეგ გადავედით საკვანძო კითხვებზე, რაც იყო ძალიან საინტერესო. განვიხილეთ ზოგიერთი მათგანი. მოვიფიქრე ჩემი პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ტრენერიდან მივიღე დადებითი უკუკავშირი. მოკლედ დღევანდელი დღეც, როგორც წინარე დღეები, იყო შრომატევადი, საიტერესო და ამავდროულად სახალისოოო.

რეფლექსია  IV  დღე   (15მაისი )
     დღეს ტრენერმა გვესაუბრა თუ როგორ უნდა გამოვიკვლიოთ მოსწავლეთა საჭიროებები. რაც რთული მომეჩვენა. გავეცანი  პროექტის „ლობიოს დიდი რბოლა“ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას. მომეწონა კითხვები და სქემა : „რა ვიცი, რა მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე“.  ნიმუშის მიხედვით ვიმუშავე  და  შევადგინე  სქემა  ჩემი  პროექტის საჭიროებებზე. აღმოჩნდა, რომ არც ისე რთული ყოფილა, როგორც თავიდან მომეჩვენა.  ტრენერიდან მივიღე დადებითი უკუკავშირი.  ვისწავლე ბლოგის შექმნა, რაც ძალიან მაინტერესებდა.

რეფლექსია  V-IX დღე
    ეს დღეები იყო საინტერესო, დატვირთული და შრომატევადი, ძალიან მომეწონა მუშაობა მოსწავლის ნიმუშებზე:, ბროშურის, გაზეთისა და პრეზენტაციის შაბლონებზე,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, ვიმუშავეთ შეფასებებზე და დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროექტი გამოვიდა. ტრენერისგან მივიღე დადებითი უკუკავშირი :) ვისწავლე ბლოგზე ატვირთვა.

შემაჯამებელი რეფლექსია

    ამ ტრენინგმა გამაცნო არა მხოლოდ საინტერესო და სასიამოვნო ადამიანები, კოლეგები, არამედ მომცა დიდი ცოდნა და  დადებითი ემოციებით დავიტვირთე. საინტერესო იყო პროექტ"კონკიას" გაცნობა-განხილვა, ასევე, მუშაობა პროექტის თემის არჩევაზე, საკვანძო კითხვებზე, ბროშურის, გაზეთისა და პრეზენტაციის მომზადებაზე, შეფასებებზე, ვისწავლე, როგორ დავიცვა საავტორო უფლებები ბიბლიოგრაფიის, აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენების დროს.პროექტის  გეგმაზე მუშაობა საკმაოდ შრომატევადი იყო, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დავრჩი.  ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასზე ინფორმაციის განთავსება.
          საკმაოდ ხალისიანი ტრენინგი გამოვიდა, რაც ტრენერის მიერ შექმნილი ჯანსაღი გარემოს შექმნის დამსახურებაა. საინტერესო იყო ჩემი კოლეგების მიერ შექმნილი პროექტების მოსმენა, რამაც გამიჩინა ახალი იდეები, თუ რა პროექტევზე შეიძლება მუშაობა მომავალში,  მადლობა ტრენერს და ჩემს კოლეგებს ასეთი ლამაზი, შინაარსიანი და ხალისიანი 9 დღისთვის, რომელიც მათთან ერთად გავატარე. :*

Комментариев нет:

Отправить комментарий