პრაქტიკის კვლევა



რატომ უჭირთ II კლასის მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება








„რატომ უჭირთ II კლასის მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება“


/საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/









ქრისტინე ქობულაძე,
სსიპ ქალაქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
                                
                                                   2018-2019 სასწავლო წელი







სარჩევი
შესავალი-------------------------------------------------------------  4
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა 
I.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის მეორე კლასის ___________    6
I.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი:  ____________________   6
I.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები_________   8
I.4. კვლევის მიზანი ____________________________________   8
I.5. კვლევის ამოცანები _________________________________   8

თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი _____________________________  9

თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა _____________________________ 10

თავი IV
კვლევის დიზაინი
IV.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი ____________________________ 18
IV.2 კვლევის მეთოდები _________________________________18
IV.3 კვლევის ვადები ____________________________________18

თავი V
კვლევის შედეგები
V.1. მონაცემთა ანალიზი ________________________________ 20
V.2. კვლევის მიგნებები _________________________________ 24
V.3. შესაძლო ინტერვენციები ____________________________24
V.4. ინტერვენციების განხორციელება ____________________ 25

თავი VI
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
VI.1. რეკომენდაციები __________________________________28
VI.2. ინტერვენციის შეფასება ____________________________29

თავი VII
დასკვნა _____________________________________________30
გამოყენებული ლიტერატურა _________________________ 32
დანართები  _________________________________________ 33
                                           




























შესავალი

            თემის აქტუალობა: განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას.
      სასკოლო ასაკში მოზარდის ინტელექტის ზრდას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სასწავლო დისციპლინა, ბუნებრივია, სწორედ მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებაზეა ორიენტირებული და თავის წილ გავლენას ახდენს მისი აზროვნების დონეზე. რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიზანია, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების განვითარებას. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება. განათლების მეცნიერებაში მიღებულია აზრი, რომ მოსწავლეები ჯერ იძენენ ცოდნას და შემდეგ იწყებენ ფიქრს, ხოლო პერკინსის (Perkins, 1992) აზრით, მოსწავლეები მაშინ იძენენ ცოდნას, როცა სწავლის პროცესში ხდება მისი გააზრება. მაშასადამე, ,,აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას“ (სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).
          წაკითხული ტექსტის გააზრება სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებულად წარმართვის მთავარი ბერკეტია.    ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ადამიანმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლოს გააზრებული კითხვა. სხავდასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ საუკეთესო მიღწევებით გამოირჩევიან ის მოსწავლეები, სტუდენტები, რომელთაც სკოლის დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს გააზრებული კითხვა. ამიტომ      დაწყებით კლასებში გააზრებული კითხვის სწავლებას უდიდესი როლი ენიჭება მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის, გააზრებული კითხვა დაეხმარება მას სწავლების შემდგომ საფეხურზე გაუადვილდეს  სხვადასხვა დისციპლინების აღქმა-გაგება-გააზრება. კითხვის უნარის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უნარები განაპირობებენ პიროვნების აკადემიურ თუ პროფესიულ წარმატებას  მთელი კარიერის მანძილზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის შედეგებიდან გამომდინარე, თანაბრად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება, ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. დაწყებითი საფეხურზე საკმაოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა.  კითხვა კი - მეტად რთული პროცესია, რომელიც მოიაზრებს არა მხოლოდ ამოკითხვას ანუ დეკოდირებას, არამედ აზრის გაგებას, მსჯელობას, დასკვენების გამოტანასა და შეფასებას. სასწავლო პროცესში მოსწავლეებს ხშირად უწევთ სხვადასხვა სახის ტექსტების წაკითხვა დამოუკიდებლად, სამწუხაროდ, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ზოგჯერ, შეიძლება ტექსტი მხოლოდ წაკითხული დარჩეს და მოსწავლეს გაუჭირდეს მისი გაანალიზება, გაგება-გააზრება. სწორედ, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები უშლის ხელს მოსწავლეს სხვადასხვა დავალების ინსტრუქციის სწორად გაგება-გააზრებაში, დამატებითი ლიტერატურის კითხვის სურვილის არქონაში. რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოსწავლეებში წიგნიერების დაბალ დონეზე.
 წიგნიერების დაბალმა მაჩვენებელმა განაპირობა კვლევა, რომელიც 2018-2019 სასწავლო წელს ჩავატარე. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება სსიპ ქალაქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ მეორე კლასის მოსწავლეთა წიგნის კითხვასთან დაკავშირებულ საკითხების კვლევას. ნაშრომში განხილულია მე-2 კლასის მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები.









თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
    სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს, მონიტორინგს უწევდეს და აფასებდეს თითოეულ მოსწავლეს სწავლების ყველა ეტაპზე. მათი სასწავლო შედეგების ანალიზიდან გამომდინარე გეგმავდეს თითოეული მოსწავლისათვის გარკვეულ ღონისძიებებს. ჩემი აზრით, მასწავლებელმა საკუთარ სამუშაო პროცესზე და პრაქტიკაზე დაკვირვებით უნდა შეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შემდგომი სამუშაო პროცესის დაგეგმვა. სწორედ, ამგვარი მუშაობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლავთ მასწავლებლის პრაქტიკის კვლევა, რომლის მიზანია სასწავლო პროცესის დახვეწა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება. „სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება“ (ესგ. მუხლი 12. „სიღრმისეული სწავლება“).
I.1 მოკლე ინფორმაცია სკოლის მეორე კლასის შესახებ: წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ. ქუთაისის N28 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე II კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.  ნაშრომში განხილულია თუ რატომ უჭირთ მეორე კლასის მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრება და  ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. 
        სსიპ ქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს 21 მოსწავლე: 8- გოგონა და 13 ვაჟი. მეორე კლასში სხვადასხვა საგანს ასწავლის 4 მასწავლებელი, აქედან ერთი-უფროსი მასწავლებელია, სამი- პრაქტიკოსი. ისინი პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ გაკვეთილი.

  I.2.  პრობლემა და საკვლევი საკითხი:    კვლევის საფუძველი გახდა დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარება მე-2 კლასში. დიაგნოსტიკურმა ტესტებმა მიჩვენა რომ, მოსწავლეებს ჰქონდათ კითხვის პრობლემები. (გამართულ-გაწაფული კითხვა, ლექსიკური მარაგი, ასევე პრობლემები ჰქონდათ საინფორმაციო ტექსტის  გაგება-გააზრებაში) 

ლექსიკური მარაგი- მაქსიმალური ქულა 40
ტექსტის გაგება-გააზრება- მაქსიმალური ქულა 20


მოსწავლე
ქულები
ტექსტის წაკითხვა
ლექსიკური მარაგი
გაგება-გააზრები
ბავშვი 1
40
12
6
ბავშვი 2
33
14
13
ბავშვი 3
40
33
12
ბავშვი 4
50
13
16
ბავშვი 5
61
8
11
ბავშვი 6
46
8
12
ბავშვი 7
54
10
11
ბავშვი 8
38
6
6
ბავშვი 9
28
8
9
ბავშვი 10
69
10
7
ბავშვი 11
46
9
9
ბავშვი 12
23
8
7
ბავშვი 13
45
6
6
ბავშვი 14
30
13
13
ბავშვი 15
46
4
8
ბავშვი 16
30
7
11
ბავშვი 17
24
6
6
ბავშვი 18
31
28
14
ბავშვი 19
42
20
11
ბავშვი 20
39
17
10
ბავშვი 21
47
9
7

დავიწყე ფიქრი ამ პრობლემის აღმოსაფხრელად. გადავწყვიტე მათთვის მიმეცა დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურა წასაკითხად, თუმცა შევანმჩნიე რომ, მოსწავლეები უხალისოდ, ძალდატანებით ან  საერთოდ არ კითხულობდნენ მიცემულ ტექსტს.
მაშინ დავიწყე ფიქრი იმის შესახებ  თუ რა ფორმის და შინაარსის საკითხავი მასალა დააინტერესებდათ მათ, რომ მათთვის კითხვის პროცესი არ ყოფილიყო „უინტერესო“, „დასჯა“ ან „ტანჯვა“. კითხვის პრობლემა, ტექსტის გაგება-გააზრება,  წასაკითხი ტექსტის სირთულეშია  თუ  მოცულობაში? აი  ის კითხვები, რომელთა მოსაგვარებლად გადავწყვიტე განმეხორციელებინა კვლევა მეორე კლასის  კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად.

I.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
       წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები შეიძლება იყოს:
·         ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება განვიხილოთ დროის პრობლემა: მოსწავლეებს არ რჩებათ დრო კითხვისათვის. მათი მიზანი შემოიფარგლება მხოლოდ სასკოლო დავალებებით და არ ზრუნავენ დამატებითი, კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვაზე.
·         მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მოსწავლეები ყოველთვის არ ან ვერ უზიარებენ წაკითხულს მასწავლებელს, მშობლებს, თანაკლასელებსა თუ მეგობრებს. - თუ უზიარებენ, ამას არ აქვს სისტემატიურუ ხასიათი.
·         ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, წასაკითხი ტექსტის მიცემისას ინსტრუქციის არ მიცემა,
·         კითხვის პრობლემაზე უარყოფითად მოქმედებს ტექსტის სირთულე, ასაკისა და შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობა.
·         ტექსტის გაგება-გააზრებაზე უარყოფითად მოქმედებს ლექსიკური მარაგის სიმწირეც.


  I.4   კვლევის მიზანი:
·         შევისწავლო მეორე კლასის  მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემები, და დავადგინო პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები.
·          მოსწავლეებს აუმაღლდეთ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი, რაც  მათ გადაუჭრის გაუაზრებელი კითხვით გამოწვეულ პრობლემებს ყველა საგანში; 

   I.5 კვლევის ამოცანები:
·         დაკვირება თითოეული მოსწავლის კითხვის  ხარისხზე და პრობლემებზე.
·         დაკვირვება სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე; 
·         ფოკუს ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
·         მოსწავლეთა, მშობელთა და  მასწავლებელთა გამოკითხვა;  მონაცემების ანალიზი;
·         შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.

თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
საკვლევი საკითხიდან გამომდინარე, წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხება მეორე კლასის მოსწავლეებში კითხვის პრობლემებს, ტექსტის გაგება-გააზრებას.
            პრაქტიკული კვლევა არის პრობლემის გამოკვლევა, რომლის პროცესში ხდება თანამშრომლობის საფუძველზე ახალი ცოდნის გენერირება. იგი დაფუძნებულია გუნდურობისა და თანამშრომლობის პრინციპზე. პრაქტიკული კვლევა გუსილხმობს თნამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას. მასში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთანდებიან, უზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგს იღებენ.

კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:
1)სსიპ ქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს 21 მოსწავლე: 13 ვაჟი და 8 გოგონა;
2)სსიპ ქ ქუთაისის N 28 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა მშობლები:21
3)სსიპ ქ ქუთაისის N 28 საჯარო სკოლის დაწყებითი კათედრის მასწავლებელი -4
სულ  46  რესპოდენტი















III. ლიტერატურის მიმოხილვა
ვიცით, რომ ყველა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლაში საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს, უჭირთ საგნების სწავლა, აქვთ დაბალი მოტივაცია და შესაბამისად, ვერ აღწევს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო მიზნებს. ამგვარი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოსწავლეთა შორის კითხვის უნარის არასათანადო ფლობაა.
განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეებს შორის დროთა განმავლობაში სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კითხვა, როგორც წესი, ვერ სძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში. ამას ბუნებრივად მოსდევს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა: სასწავლო პროცესიდან გარიყვა,  წარუმატებლობის მუდმივი განცდა, სრული დემოტივაცია, დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი - ასოციალური ქცევების გამოვლენა. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება და გააზრებული ინტერვეცია მათ აღმოსაფხვრელად.
            საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით, მცირეწლოვანი და მოზრდილი მოსწავლეებისათვის გამოყოფენ ხუთ ძირითად კომპონენტს, რომლებიც საფუძვლად უდევს კითხვის უნარის განვითარებას. ესენია: ფონოლოგიური ცნობიერება, ანბანური პრინციპის გაგება (მე-4 კლასიდან ზემოთ - სიტყვების წაკითხვა) მოქნილი კითხვა, ლექსიკის დაუფლება, წაკითხულის გააზრება (მე-4 კლასიდან ზემოთ - მოტივაცია).
            არსებითია, რომ მასწავლებელი დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს სწავლების ყველა ეტაპზე და გამოავლინოს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ კომპონენტში სჭირდება მას განსაკუთრებული დახმარება.
ჩვეულებრივ, ცუდ მკითხველებს უჭირთ მრავალმარცვლიანი ან უცნობი სიტყვების დეკოდირება, ნაცნობი სიტყვების ამოცნობა ერთი შეხედვით, ასევე სიტყვების მარტივი ანალიზი (მაგ., ნაცნობი ფუძის გამოყოფა სიტყვიდან). რადგანაც სიტყვების წაკითხვაში გაწაფვა საგრძნობლად ეხმარება მოსწავლეს სწრაფად და გააზრებულად კითხვაში, ეს უნარი, ბუნებრივია, გააზრებული კითხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
    როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს სიტყვების წაკითხვა?
მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:
·         ასწავლოს მოსწავლეებს, როგორ დაშალონ სიტყვა მარცვლებად;
·         ავარჯიშოს ისინი გრძელი, მრავალმარცვლიანი სიტყვების წაკითხვაში;
·         ხშირად წააკითხოს მოსწავლეებს უჩვეულო ბგერითი შედგენილობის სიტყვები;
·         ასწავლოს მათ სიტყვის დაშლა ცნობად ნაწილებად, სიტყვაში ფუძის გამოყოფის, მაწარმოებლებისა და მათი ფუნქციის ამოცნობის ხერხები;
·         ასწავლოს და ავარჯიშოს ისინი სიტყვების შემადგენელ ნაწილებად დაშლასა და მათი გამოყენებთ ახალი სიტყვების შედგენაში;
·         ასწავლოს მათ, როდის და როგორ გამოიყენონ სიტყვის სტრუქტურული ანალიზის ცოდნა უცნობი და/ან რთული სიტყვების წასაკითხად;
სასურველია, სიტყვების სწავლებაზე ორიენტირებული აქტივობების ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 10-15 წუთს, ხოლო უცნობი სიტყვების რაოდენობა 5-10 სიტყვით შემოიფარგლებოდეს.
      მოქნილი კითხვა
            კარგი მკითხველის ერთ-ერთი უმთავრესი მახასითებელი მოქნილი კითხვის უნარია. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველი ავტომატურად შიფრავს და კითხულებს სიტყვებს, აჯგუფებს ან განაცალკავებს მათ. ბუნებრივია, მოქნილი კითხვა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მკითხველი გაიაზრებს წაკითულს, მაგრამ ამ უნარის გამომუშავება წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა.
            როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს მოქნილად კითხვის უნარი?
            ერთი და იმავე ტექსტის განმეორებითი კითხვა მოსწავლეს  საშუალებას აძლევს, გაზარდოს სიტყვის რაოდენობა, რომელთა წაკითხვასაც ის ავტომატურად შეძლებს. შესაბამისად, იზრდება კითხვის სისწრაფეც, ანუ მოსწავლე სულ უფრო თავისუფლად კითხულობს ტექსტს და იგებს შინაარსს.
            სპეციალისტები აღიარებენ, რომ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული  წაკითხულის გააზრების უნართან და ზოგადად, მოსწავლის აკადემიურ წარმატებასთან. თუმცა, ცნება, „ლექსიკის დაუფლება“,  გაცილებით ფართო შინაარსს იტევს და გულისხმობს სიტყვების სემანტიკის გაცნობიერების უნარსაც, რაც ენობრივი ალღოს გამომუშავებას განაპირობებს. მოსწავლე სრულყოფილად ფლობს ლექსიკას, თუ იგი  გრძნობს ნიუანსობრივ განსხვავებას სემანტიკურად ახლოს მდგომ სიტყვებს შორის  და შეუძლია ტექსტის მიზნის, სტილური მახასიათებლების  გათვალისწინებით გააკეთოს ენობრივი  არჩევანი. ბუნებრივია, ასეთი ენობრივი ალღო დიდად ეხმარება მას წაკითხულის გააზრებაში.
            როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკის დაუფლებაში?
            ლექსიკის დაუფლებისთვის მნისვნელოვანია, მოსწავლეებისათვის სიტყვის გაგების სტრატეგიების სწავლება, რაც მას შემდგომში დამოუკიდებლად მიშაობის საშუალებას მისცემს.  ამ გზით მოსწავლეები იძენენ კითხვისას უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობის უნარ-ჩვევას, ეყრდნობიან საკუთარ ლინგვისტურ  გამოცდილებას, გრამატიკას.
            როგორ ვასწავლოთ გააზრებული კითხვა?
            წაკითხულის გააზრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კითხვის პროცესის კონტროლი. უპირველესად, მოსწავლეები უნდა დაეუფლონ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ კითხვის დროს დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას,  ასეთი სტრატეგიებია: ყველა უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულის იდენტიფიცირება, ტესტში ასახული მოვლენების, ფაქტების წარმოსახვაში გაცოცხლება; თითოეული აბზაცის ან შინაარსობრივად დასრულებული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის შეჯამება; საკუთარი თავისთვის კითხვების  დასმა წაკითხულის შესახებ და სხვა.
            მოსწავლეები უნდა დაუფლონ კონკრეტულ სტრატეგიებს კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსასწორებლადაც. ასეთი სტრატეგიებია: უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულების ამოსაცნობად კონტექსტის ან გრამატიკული ცოდნის მოხმობა, საჭიროების შემთხვევაში კი ლექსიკის ან სპეციალური ლიტერატურის  მოძიება და გამოყენება; გაუგებარი ან ძნელად გასაგები ადგილების ხელახლა წაკითხვა, ასეთი მონაკვეთის შინაარსის საკუთარი სიტყვებით, ხმამაღლა გადმოცემა. არ მივაწოდოთ მზა ინფორმაცია მოსწავლეებს, ისინი თავად ეცადონ საჭირო ინფორმაციის წაკითხულ ტექსტში მოძიებას.
            ლექსიკური მარაგი არის გონებაში არსებული სიტყვების ერთობლიობა. კითხვა გამართულია, როცა ისინი მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადეკვატური ტემპით, გაბმულად ( უადგილო წყვეტების გარეშე) და გამომსახველობით ( ინტონაციითა  და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით). გამართული კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება.  გარდა ამისა, ის სწრაფად, ძალისხმევის გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას და ერთმანეთზე თანმიმდევრულად  გადაბმას. გაუმართავი კითხვისათვის დამახასიათებელია, ე.წ. „რობოტული კითხვა“- არაბუნებრივი წყვეტები, ხშირი გამეორება, თვითშესწორება, კითხვისას წერტილებისა და სხვა სასვენი ნიშნების იგნორირება.
            წაკითხულის გაგება-გაზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებების მიღწევასა და პრაქტიკულად, ყველა სახის საქმიანობაში.
            გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო იტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემულ შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება ეფექტურია, მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია: წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების გამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. 
            წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარებისათვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკითხველის წინარე გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს, მოსმენილის გაგება-გააზრების უნარს. ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველისთვის დამახასიათებელია ე.წ.  მეტაკოგნიცია ( ფიქრი საკუთარი აზროვნების შესახებ), რაც გულისხმობს  გაგების თვითმონიტორინგს. გაგების შეფერხებისას  კარგი მკითხველი გააზრების ალტერნატიულ სტრატეგიებს მოიშველიებენ  ხოლმე. რაც შეეხება ლექსიკურ მარაგსა და გაგება- გააზრებას, ისინი საკმაოდ ადრე ჩაისახება ზეპირი კომუნიკაციის გზით, შემდგომ კი, ტექსტებთან ურთიერთობის პროცესში, ღრმავდება და მთელი ცხოვრების მანძილზე ვითარდება. 
კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მოდელი აღწერს ურთიერთმიმართებებს კითხვის ოთხ ძირითად  სპექტრს შორის. ესენია: მკითხველი, დავალება/მიზანი, ტექსტი, კონტექსტი/გარემო. კითხვის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს, თუ:
·         მკითხველს აქვს მზაობა, ინტერესი და გაცნობიერებული მიზანი მოცემული ტექსტის წასაკითხად.
·         ტექსტი შეესაბამება მკითხველის კითხვის დონეს, ინტერესსა და წაკითხვის მიზანს.
·         გარემო კომფორტულია მკითხველისათვის და შეიცავს მიზნის მიღწევისათვის საჭირო დამხმარე ელემენტებს.
·         კითხვის პროცესი მიმართულია კონკრეტული, გაცნობიერებული მიზნის მიღწევისაკენ.
მკითხველი, ტექსტი, დავალება, მიზანი, გარემო, კონტექსტი - კითხვის  პროცესია. განვიხილოთ ეს მოდელი საკლასო ოთახის მაგალითზე: მკითხველი კითხვის სწავლის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მოსწავლეს  აქვს ინდივიდუალური განვითარების უახლესი ზონა(ლ. ვიგოტსკი). მასწავლებელი დიაგნოსტიკური და განმავითარებელი  შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით დაადგენს მოსწავლეთა მზაობას, საჭიროებებსა  და ინტერესებს, შეარჩევს ადეკვატურ ტექსტებსა და დავალებებს. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის კომპეტენციებს და მასწავლებლის დახმარებით  ეუფლებიან გაგება- გააზრების სტრატეგიებს. მასწავლებელი სხვადასხვა საშუალებას იყენებს  პატარა მკითხველებში მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის გასაღვივებლად.
 (კითხვისა და  წერის სწავლების ძირითადი საკითხები.)
ტექსტის სასწავლო პროცესში გამოიყენება მრავალფეროვანი ტექსტები, რომელთა სირთულე შეესაბამება  მოსწავლეთა კითხვის დონეს. ტექსტები შერჩეულია თემატურ-შინაარსობრივი, ენობრივ-გრამატიკული და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. მათში გათვალისწინებულია ბავშვების ასაკობრივი ინტერესები და გაკონტროლებულია   ისეთი პარამეტრები, როგორიცაა, ტექსტის მოცულობა, წინადადებებისა და სიტყვების სიგრძე, უცნობი ლექსიკური ერთეულების რაოდენობა და სხვა. 
მოსწავლეები ითვისებენ მხატვრული, საინფორმაცო-შემეცნებითი, პრაგმატული  ტიპის ტექსტების სტრუქტურულ მახასიათებლებს და შესაფერის სტრატეგიებს  იყენებენ მათთან სამუშაოდ.
 გარემო/კონტექსტი - კითხვის ეს ასპექტი გულისხმობს წიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებულ ფიზიკურ და ფსიქო-სოციალურ გარემოს. კითხვა და წერა ინტერაქტიული პროცესებია. ჩვეულებრივ, კარგი მკითხველი ცდილობს გაუზიაროს სხვებს ამა თუ იმ ტექსტის წაკითხვის შედეგად  მიღებული ინფორმაცია, შთაბეჭდილებები,  დასკვნები და დამოკიდებულებები. ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კომფორტულ გარემოში უწევთ მოსწავლეებს კითხვა, არის თუ არა სათანადო განათება, საკმარისი ჰაერი და ა. შ. ავეჯი და აღჭურვილობა იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ მოსწავლეებს გაუადვილდეთ ინტერაქცია,  დისკუსიებში ჩართვა, იდეებისა და ნამუშევრების გაზიარება.
            კლასში სივრცის ეფექტურად ორგანიზება ხელს უწყობს სამკითხველოს, გათამაშების, პრეზენტაციების, თოქ-შოუს ტიპის აქტივობების ჩატარებას. სასურველია, გამოიყოს სპეციალური კუთხე, სადაც მასწავლებელს საშუალება მიეცემა, საგანგებოდ იმუშაოს ერთ ან რამდენიმე მოსწავლესთან.  
            კლასში უნდა მოეწყოს საკლასო ბიბლიოთეკა, რომელშიც საკითხავი ტექსტები ბავშვებისათვის ხელმისაწვდომად იქნება განთავსებული დონეების, თემატური კატეგორიების მიხედვით; საკლასო ოთახის კედლებზე გამოიკრას: სიტყვების კედელი“, თემატური და სასარგებლო სტრატეგიების პოსტერები, მოსწავლეთა ნამუშევრები და სხვა.
            დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ძირითადი და დამატებითი რესურსებია (ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ინტერნეტი) მკითხველისათვის ხელმისაწვდომი. არის თუ არა გარშემო ადამიანი (მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი, საკითხის მცოდნე პიროვნება), რომელსაც შეიძლება დახმარებისათვის მიმართოს მკითხველმა.  
            დავალება/მიზანი - კითხვის დაწყებამდე მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტთან მუშობის მიზნის გაცნობიერებაში. წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მიუბრუნდებიან  თავდაპირველად ასახულ მიზანს და ცდილობენ შეაფასონ, თუ რამდენად მიაღწიეს მას და კითხვის რომელი უნარები, სტრატეგიები გამოიყენეს წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ, მასწავლებელი, პერიოდულად, განსხვავებული სირთულის ტექსტებსა და დავალებებს აძლევს მოსწავლეებს განვითრების უახლოესი ზონის გათვალისწინებით. კითხვის მიზნის გაცნობიერება ხშირად განაპირობებს მკითხველის მოტივაციას და კითხვის შესაფერისი სტრატეგიების შერჩევას. ასე რომ, მკითხველის გამოცდილებას (წასაკითხზე არსებულ ცოდნას), მოტივაციას, განწყობა-დამოკიდებულებებს, კითხვის უნარებსა და კითხვის დროს გამოსაყენებელ სტრატეგიებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს კითხვის პროცესში.
            ლექსიკური მარაგი - ლექსიკური მარაგის გამდიდრება გულისხმობს, არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული რაოდენობის მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი სიტყვების სიმრავლის მუდმივად გაფართოებას, სალაპარაკო და საკითხავი ენობრივი მარაგისათვის ყოველდღიურად ახალი სიტყვების მიმატებას, იმის უკეთ გაგება-გააზრებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ კონტექსტში,  სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებისა და სიტყვებით თამაშის უნარს. ხშირად ხდება, რომ თავიდან მოსწავლის კითხვის უნარი კარგად ვითარდება, მაგრამ მესამე-მეოთხე კლასში ამ პროცესს სწორედ ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს. ეფექტური კითხვისათვის საჭირო ლექსიკური მარაგი წიგნებიდან  უფრო გროვდება, ვიდრე საუბრიდან ან ტელევიზორიდან.
 გამართული/გაწაფული კითხვა  -კითხვა გამართულია, როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ, ადეკვატური ტემპით, გაბმულად (უადგილო წყვეტების გარეშე) და გამომსახველობით (ინტონაციითა და სასვენი ნიშნების გათვალისწინებით). გამართული კითხვის დროს მკითხველი ჩერდება სასვენ ნიშნებთან, ერთიანი აზრის  გამოკვეთით კითხულობს წინადადებებს, იყენებს ინტონაციას, პაუზებსა და მახვილებს, რაც მას ტექსტის გაგებაში ეხმარება. გარდა ამისა, ის სწრაფად და ძალისხმევის გარეშე ახერხებს ცალკეული სიტყვების ამოცნობას და ერთმანეთზე თანმიმდევრულად გადაბმას.
გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებელმა გაკვეთილისთვის სწორად უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, ასევე, სწავლის მეთოდები.
მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:
·         დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული  მეთოდი  დასახული მიზნის მიღწევაში;
·         ეს მეთოდი შეესაბამება თუ არა აქტივობას;
·         შეესაბამება თუ არა ეს მეთოდი მოსწავლეთა გამოცდილებასა და შესაძლებლობებს;
·         შესაძლებელია თუ არა მისი ტექნიკურად განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები და ა.შ)

წიგნიერება
წიგნიერება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი, საკვანძო კომპეტენციაა. კითხვისა და წერის უნარები მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის მოქალაქედ ჩამოყალიბებასა და მის წარმატებას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამიტომ, წიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება ეთმობა როგორც სკოლამდელ და სასკოლო, ისე სკოლისშემდგომ ასაკში. მრავალ ქვეყანაში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა იმ მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზით, უწიგნურად დარჩენის რისკის წინაშე დგანან.
რა არის წიგნიერება? კითხვისა და წერის პროცესების კომპლექსურობის გამო, წიგნიერების ერთ შეთანხმებულ განმარტებას სამეცნიერო ლიტერატურაში ვერ ვნახავთ. თუმცა, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს წიგნიერება ნიშნავს მრავალფეროვანი ტექსტების გამართულად წაკითხვის, გაგება-გააზრებისა და ინტერპრეტაციის, ასევე, სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების შექმნის უნარს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) წიგნიერებას განმარტავს, როგორც განსაზღვრის, გაგების, ინტერპრეტაციის, შექმნის, კომუნიკაციის, გამოთვლის, ამა თუ იმ კონტექსტთან დაკავშირებული ნაბეჭდი და წერილობითი მასალის გამოყენების უნარ-ჩვევების ერთობლიობას. წიგნიერების ცნება გულისხმობს სწავლის პროცესის უწყვეტობასა და ინდივიდის პოტენციალს, მიაღწიოს მიზნებს, გაიღრმავოს ცოდნა, აიმაღლოს შესაძლებლობები და სრულად მოახდინოს საზოგადოებაში ინტეგრირება.
ამდენად, თანამედროვე გაგებით, წიგნიერება უშუალოდ არის დაკავშირებული ისეთ უნარებთან, როგორებიცაა: ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა და სხვ. ტექსტების მრავალფეროვნებაში, ძირითადად, იგულისხმება, ერთი მხრივ, მხატვრული ან თხრობითი (მაგალითად, მოთხრობა, იგავი, ლექსი, მითი და ა.შ.) და, მეორე მხრივ, საინფორმაციო ან ინსტრუქციული (მაგალითად, საბუნებისმეტყველო ტექსტი, კვლევა, ესეი, წერილი და ა.შ.) ტექსტები. არის ტექსტები, რომლებიც შეიძლება ერთ კატეგორიაშიც შევიყვანოთ და მეორეშიც, ვინაიდან ორივე ტიპის ტექსტის ნიშან-თვისებები გააჩნია (მაგ. ისტორიული მოვლენის აღწერა, ბიოგრაფია, მემუარი და სხვ). გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე ბეჭდვითი საშუალებების გამოყენებით საკითხავი ტექსტები გამდიდრებულია სქემებით, დიაგრამებით, ილუსტრაციებით, ელექტრონული ბმულებით და ა.შ., ამიტომ წიგნიერება მოიცავს სქემების, დიაგრამებისა და ილუსტრაციების გაგებასა და გააზრებასაც.
          განხილულმა ლიტერატურამ კიდევ უფრო ცხადად დამანახა  საკვლევი თემის აქტუალობა, თუ რა მნიშვნელობა აქვს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას ნებისმიერი დისციპლინისთვის.  თუ რა უნდა გავითვალისწინო მხატვრული ტექსტების  სწავლებისას.   ზემოთ აღნიშნული ლიტერატურიდან მივიღე საჭირო მეთოდური რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარა,  გავაუმჯებესო გაკვეთილის მსვლელობა,  მეტი ყურადღება გავამახვილო ტექსტის გააზრებაზე, ასევე დამეხმარა კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაში,  მეთოდებისა და ინტერვენციების დაგეგმვაში.   



თავი IV
კვლევის დიზაინი:
IV.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი:
1)მეორე კლასის მოსწავლეები
2)მეორე კლასის მოსწავლეთა მშობლები
3)დაწყებითი კათედრის მასწავლებლები

IV.2. კვლევის მეთოდები:
      კვლევის მეთოდებს  ძირითადად ორ ჯგუფად ყოფენ:  რაოდენობრივ (მაგ: მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა, ანკეტირება) და თვისობრივ (მაგ: დაკვირვება, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი, დიალოგი და ა.შ. ) მეთოდებად. „კვლევის თვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.“    5
·         გამოკითხვა -   
·         ანკეტირება -  
·         ინტერვიუ -
·         მეორადი მონაცემების ანალიზი -

IV.3. კვლევის ვადები:

აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა




კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება



ლიტერატურის დამუშავება



მონაცემთა შეგროვება




მონაცემების დამუშავება 




ინტერვენციების შემუშავება



ინტერვენციების განხორციელება



მეორადი შედეგების შეგროვება, ანალიზი



რეკომენდაციების ჩამოყალიბება და პედაგოგებისთვის გაცნობა



გაწეულ რეკომენდაციებზე  პედაგოგებისაგან უკუკავშირის მიღება



კვლევის პრეზენტაცია პედაგოგებთან




















თავი V
კვლევის შედეგები
V.1. მონაცემთა ანალიზი:
ინტერვიუმ მოსწავლეეებთან და დაწყებითი კათედრის მასწავლებლებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა მათი დამოკიდებულება კითხვის პრობლემების მიმართ.   ინტერვიუ ჩატარდა მეორე კლასის მოსწავლეებთან.
კითხვარის შევსება ინტერვიუს საფუძველზე:  დაწყებითი კათედრის მასწავლებლებთან პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე შევავსე წინასწარ მომზადებული კითხვარი. ამით შევძელი შემეგროვებინა მონაცემები შემდეგ საკითხებზე: რა სიხშირით აძლევენ მოსწავლეებს წასაკითხ მასალას და რა სიხშირით უზიარებენ მოსწავლეები წაკითხულ მასალას.
(დანართი 4)
            პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა მასწავლებლისთვის რა ღირებულება აქვს გაწაფულ კითხვას, რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით, როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები. გამოკითხვაში მონაწილეობდა 3 პედაგოგი. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი უხალისოდ უდგება კითხვის პროცესს. (70%).













            გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეებისათვის წასაკითხი ტექსტის მიცემისას, მასწავლებელთა  20% არ აძლევს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შესრულდეს წასაკითხ ტექსტთან არსებული დავალება,  42% კი - ყოველთვის იძლევა მითითებებს, 40% კი- ზოგჯერ. 
            მოსწავლეთა 45% წაკითხულს უზიარებს მასწავლებელს, მშობელს- 30%, ოჯახის სხვა წევრებს- 25%.













მასწავლებელთა  60% მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული წასაკითხი მასალა ზომიერია, 25%-ის აზრით კი- მცირეა, ხოლო 15%-ის აზრით- ზომაზე მეტია.

ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას  გამოვლინდა, რომ მშობლების 76% თვლის, რომ მათი შვილი უნდა კითხულობდეს ასაკისთვის შესაფერის კლასგარეშე ლიტერატურას. ხოლო 24% თვლის, რომ არ არის საჭირო დამატებითი კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა, რადგან მის შვილს აქვს გადატვირთული გრაფიკი.
(დანართი 2)
            მშობლების გამოკითხვის შედეგის მიხედვით, მშობელთა დახმარებით კითხულობს მოსწავლეთა 20%,  დამოუკიდებლად კითხულობს 55%, კითხვისას ჭირდება მითითება მოსწავლეთა 25%-ს.
(დანართი 2)


გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მეორე კლასის ხუთმა მშობელმა (მდედრობითი სქესის 60%, მამრობითი სქესის 40%). კითხვარი მშობლებმა  შეავსეს სკოლაში. მიმაჩნია, რომ ამ კითხვარმა ზოგადი წარმოდგენა შექმნა კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით მშობლის დამოკიდებულებისა.
მშობლებმა ანკეტები შეავსეს ანონიმურად. შედეგების მიხედვით:



ბავშვი კითხულობს მშობლის დახმარებით: 17%, დამოუკიდებლად კითხულობს- 45%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები- 38%.



ანკეტირება ჩავუტარე მეორე კლასის 21 მოსწავლეს.  მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი რეჟიმის განაწილებაზე პასუხისმგებელია: ოჯახი-34%, დედა - 56%, ბავშვი - 10%.
გვიან დაძინება უწევთ:  ბევრი დავალების გამო -40%, დროის არასწორი განაწილების გამო - 12%, ტელეგადაცემისა და კომპიუტერის გამო- 48%.
ის კითხულობს: მშობლის დახმარებით-35%, დამოუკიდებლად -40%, მცირეოდენი მითითებით- 25%.
ყველაზე მეტად მოსწონთ ზღაპრები-80%, მხატვრული ნაწარმოებები - 14%,  საინფარმაციო ტექსტები -6%.
(დანართი 2, 3)

ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე: ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესს მეორე კლასში (6 გაკვეთილი), რათა უკეთესად დამედგინა რა სახის კითხვის პრობლემა არსებობდა.
მეორადი მონაცემების ანალიზი: კითხვის პრობლემების უკეთ გასაცნობად შევაგროვე ის ნაწარმოებები, რომლებსაც ვაძლევდი მეორე კლასის მოსწავლეებს. საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უხალისოდ კითხულობენ, რომ მათთვის კითხვის პროცესი მათთვის ხანგრძლივი და მოსაწყენია.   ასევე, გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ყოველთვის არ უზიარებენ ერთმანეთს და მასწავლებელს  წაკითხულს. თუ უზიარებენ, ამას სისტემატიური სახე არ აქვს.
მე, როგორც მასწავლებელი, ვაცნობიერებ, თუ რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის გააზრებულ, გაწაფულ კითხვას.



V.2 კვლევის მიგნებები:
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება:
·         მოსწავლისათვის წასაკითხი ტექსტის მიცემისას ტექსტთან არსებული დავალებების (რომელიც ტექსტის გაგება-გააზრებაში გვეხმარება) სავარჯიშოები მეტი უნდა იყოს.
·         შესრულების ინსტრუქციის  ნაწილობრივ ან არ მიცემა.
·         მოსწავლის მიერ წაკითხული ტექსტის ვინმესთვის არ გაზიარება.


V.3   შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები:
·         გავეცნო ლიტერატურას, სადაც დეტალურად იქნება საუბარი  კითხვის მნიშვნელობის შესახებ. რის შემდეგაც საშუალება მექნება განვსაზღვრო როგორი, რა დოზით და რა სახის ტექსტი მივცე მოსწავლეებს წასაკითხად.
·         მეორე კლასის მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მივცე ისეთი დავალებები (ჩემს მიერ მიცემული შესაბამისი ინსტრუქციით), რომელიც გაუადვილებს ტექსტის უკეთ გაგებას. რაც, ჩემი აზრით, მოსწავლეებში გაზრდის კითხვის მოტივაციას.
·         მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.
·         მკითხველთა კლუბის დაარსება, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ წაკითხული.
მშობელთა  ჩართულობის გაზრდა მოზარდთა წიგნიერების დონის ამაღლებისათვის 
·         სახლში მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით საბავშვო ბიბლიოთეკის მოწყობა;
·         მშობლის ინფორმირება მოზარდის ასაკის შესაფერისი წიგნების ნუსხით; 
·         იმ მეთოდების გაცნობა, რომლითაც გაუღვივებენ შვილებს   წასაკითხი ლიტერატურისადმი ინტერესს და დაეხმარებიან წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. 



V.4     განხორციელებული ცვლილებები
         შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
·         ლიტერატურის გაცნობა –  გავეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას, სხვადასხვა ლიტერატურას კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ისე – ინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო, მოსწავლეებთან არსებული კითხვის პრობლემების დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს  წასაკითხი ტექსტები მიაწოდოს ისეთი სახით და ისეთი დოზით, რომ მოსწავლემ წაიკითხოს ხალისით.   
·          მოსწავლეებისთვის დროულად გავცემ რეკომენდაციებს კითხვის პრობლემის აღმოჩენისთანავე, საჭიროდ,  დროულად და სრულყოფილად ვახდენ იმ დავალების შემოწმებას, რომელიც თან ახლავს ტექსტებს, მისი უკეთ გაგება- გააზრებისათვის.                                                                                                   
·         მკითხველთა კლუბის დაარსება სკოლაში. 
·         მასწავლებელსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება –მეორე კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები, სადაც დეტალურად ვესაუბრე მშობლებს კითხვის  მნიშვნელობაზე, კითხვის პრობლემებზე და პრობლემების გამოსწორების გზებზე. მათ მიეცათ რეკომენდაციები, თუ როგორ ჩაერთონ შვილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის- კითხვის პროცესში.
     გადავწყვიტე,  რომ ხშირად გავამდიდირო საგაკვეთილო პროცესი იმ მეთოდებითა და აქტივობებით, რომლებიც ორიენტირებულია კითხვის უნარების განვითარებაზე. დაწყებით საფეხურზე ასეთ მეთოდებსა და აქტივობებს თუ თამაშის სახეს მივცემ, უფრო გავზრდი მოსწავლეთა მოტივაციას, ჩართულობას და სასურველ მიზანსაც  უფრო ადვილად მივაღწევ, რადგან  თამაში ბავშვის მიერ რეალობის შემოქმეთებითად ასახვის ფორმაა, რომელშიც, ამავდროულად, მისი ინსტიქტური და ბიოლოგიური მოთხოვნილებებია ჩადებული.

            კითხვის საათზე და  მკითხველთა კლუბში გამოყენებულ იქნა შემდეგი აქტივობები:
„ცხელი  სკამი „
რესურსები:  ადამიანური რესურსები, სათანადო ატრიბუტიკა.
აქტივობის აღწერა
ნაწარმოების ან  მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებს სთხოვენ, მოირგონ ტექსტის ერთ-ერთი პერსონაჟის როლი. შერჩეული მოსწავლე გამოდის კლასის წინ, ჯდება სკამზე, ”მოირგებს” პერსონაჟის როლს და პასუხობს თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ამ პერსონაჟისთვისაა გამიზნული. კარგი იქნება, თუკი დასაწყისისთვის ისეთმ ოსწავლეს ამოვარჩევთ, რომელიც ამ დავალებას, კარგად გაართმევს თავს. ნიმუშის საჩვენებლად შეიძლება შერჩეული პერსონაჟის როლი თავდაპირველად თვითონ მასწავლებელმა განასახიეროს.
ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა წააქეზოს ბავშვები, დასვან ეფექტური შეკითხვები და მაგალითის საჩვენებლად, თვითონაც  დაუსვას შეკითხვები ”ცხელ სკამზე” მჯდომ მოსწავლეს.

 „მკითხველის თეატრი“
            იმ მეთოდებს შორის, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, არის მკითხველის თეატრი. ეს                                                                                                                    გახლავთ დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმა, როდესაც მოსწავლეები ჩართულნი არიან ნაწარმოების ხმამაღლა კითხვაში. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას. მკითხველები ხმის, მიმიკისა დაჟესტების მეშვეობით გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციას, მოქმედ პირთახასიათს.
მკითხველის თეატრი მოსწავლეებს გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარების განვითარებაში ეხმარება. ეს ეფექტიანი სტრატეგიაა, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ საკუთარი კითხვის უნარის რწმენა, თავდაჯერება და შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ  ხმამაღალი გამომსახველობითი კითხვა.
ჩვეულებრივ, თითო მონაკვეთისთვის მკითხველის თეატრში 5 ან 6 მკითხველი შეირჩევა. შერჩეული მონაკვეთები საინტერესო უნდა იყოს როგორც მკითხველისთვის, ისე მსმენელისთვისაც. მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ საკუთარი სცენარები ან სცენარად გადააკეთონ მოთხრობები,  რომანის ნაწყვეტი ან ეპიკური პოეზია.

სიტყვის და ცნების რუკა;
 „სიტყვის რუკა“ და „ცნების რუკა“ ეფექტური სტრატეგიებია კითხვის სწავლების პირველ ეტაპზე. ეს სტრატეგიები ხელს უწყობენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წაკითხულის გაგება-გააზრებას და წერის უნარის განვითარებას. „სიტყვის რუკის“ სქემა შედგება 4 ნაწილისგან: თვითონ სიტყვის დასახელება, ამ სიტყვის განმარტება მოსწავლის მიერ, ამ სიტყვის განმარტება ლექსიკონიდან და ნახატი. როგორც ვიცით 6-7 წლის მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ამიტომ სიტყვის ვიზუალიზაცია თავისივე შესრულებული ნახატით, მათ გაუადვილებს სიტყვის აღქმას. ამ სქემის გამოყენება რეკომენდირებულია I და II კლასებში.
 სქემა „ცნების რუკა“ ეხმარება მოსწავლეს გაიაზროს ინფორმაცია და დააჯგუფოს ცნების მახასიათებლები. ცენტრალურ ოვალში იწერება ცნება, რომლის გარშემო მოსწავლეები აგებენ „ცნების რუკას“. მეორე ოვალის გასწვრივ იწერება ის მიზეზები, რომლის ნაწილი შეიძლება მოცემული იყოს ტექსტში, ნაწილი კი მოსწავლეებმა დაასახელონ და გაუზიარონ ერთმანეთს, ჯერ წყვილებში, შემდეგ მთელ კლასში. მესამე ოვალის - სიმპტომების გასწვრივ იწერება ცნების მახასიათებლები, მოსწავლეები მუშაობენ ჯერ წყვილებში და შემდეგ მსურველები თავის მოსაზრებას უზიარებენ მთელ კლასს. მეოთხე ოვალში კი მოსწავლეების მსჯელობის შედეგად იწერება პრობლების გადაჭრის გზები. მოცემული მეთოდები გამოიყენება როგორც ნარიტული, ასევე ინფორმაციული და ინსტრუქციული ტექსტების გაგებისა და გაანალიზებისთვის.
      
  
„მხიარული ბანქო“
ერთ-ერთი მთავარი გამოწვწვა, რომელსაც მოსწავლეები კითხვისა და წერის სწავლების საწყის ეტაპზე აწყდებიან, მარცვლისაგან სიტყვის შეკვრა, ხოლო მიღებული სიტყვისგან წინადადების აწყობა და მათი გაგება-გააზრება. იმისთვის, რომ გავუადვილოთ მოსწავლეებს ფონოლოგიური უნარ-ჩვევების ჩოყალიბების პროცესი, სასურველია, ხშირად შევთავაზოთ აქტივობები და თამაშები, რომლებიც სწორედ მარცვლებსა და სიტყვებზე ვარჯიშს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მეთოდია  „მხიარული ბანქო“.  იგი აგებულია გუნდური თამაშის პრინციპზე და მიზნად ისახავს მარცვების სიტყვებად გამთლიანებას და მიღებული სიტყვებით წინადადების აწყობის უნარის განვითარებას.

  „ დიდი წიგნები“
„ დიდი წიგნების დამზადების“ მიზანია მოსწავლეთა ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების განვითარება; ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის გამომუშავებასა და განვითარებას.მოსწავლეებს უვითარდებათ ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის  გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის  სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.
დამრიგებლის საათზე მშობლებთან ერთად ერთობლივად შევქმენით  დიდი წიგნები:  „ მეგობრობა“, „ ზამთარი“ ,  „ვინ სად  ცხოვრობს“. მოსწავლეებმა  სურათის მიხედვით გამოთქვეს  ვარაუდები და შექმნეს  პატარა მოთხრობები („ მეგობრობა“, „ ზამთარი“,  „ვინ სად ცხოვრობს“) მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ მშობლები, მათი დახმარებით მოიხატა დიდი  წიგნის ყდა და ფურცლები. მოსწავლეებს კი იმდენად აუმაღლდათ მოტივაცია, რომ  სურვილი გამოთქვეს კიდევ შეექმნათ რამოდენიმე  წიგნი: ჯგუფური მუშაობის შედეგად შეიქმნა: „ბაბუაწვერა ‘’, ჭკვიანი გოგონა’’ ,  „ობოლი, მელია და მამალი“, „გოგონა და ძაღლი“, “ზარმაცი ჩიკორა,“ „თავდადებული გმირები“.
მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, ინფორმაციის გააზრების და ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის   (მაგ.სიტყვიერი ტექსტის ილუსტრაციით გამოხატვი)] უნარი, სოციალური უნარ-ჩვევები, წიგნიერების და სხვა სახის ძალზე ღირებული და მნიშვნელოვანი  უნარები.


თავი  VI
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
VI.1 რეკომენდაციები
      რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1.     მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცენ ისეთი ტექსტები წასაკითხად (ჯგუფებში დიფერენცირება), რომლის  დროსაც გათვალისწინებული იყო მათი ასაკი, ინტერესი და შესაძლებლობა. მასწავლებლებმა წაკითხვის წინ მისცეს შესაბამისი ინსტრუქცია და ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებოდათ  წასაკითხი ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში.
2.     წასაკითხი ტექსტის  მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს  ტექსტის მოცულობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს წასაკითხი ტექსტი ისე, რომ მოსწავლის შესაძლებლობა მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რათა მიაღწიოს შედეგს. მასწავლებელი მიცემული წასაკითხი ტექსტების დახმარებით უნდა ზრდიდეს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე, რომ  კითხვა მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
3.     მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს წასაკითხი მასალის სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია.
4.     საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პედაგოგებს, ისე პედაგოგებსა და მშობლებს შორის:

        თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის
(შემუშავდეს I-IV კლასის მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი)
        თანამშრომლობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და მშობლებს შორის (შემუშავდეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის I-IVკლასის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი)
        I-IV კლასის პედაგოგები გაეცნონ ლიტერატურას მოსწავლისთვის წასაკითხი წიგნის მიცემასთნ დაკავშირებით.


VI.2 ინტერვენციის შეფასება
შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:
        რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული წასაკითხი ტექსტების  მიცემა მოსწავლისათვის.
        დაეხმარება თუ არა მოსწავლეს ამგვარად მიცემული სხვადასხვა ჟანრის ტექსტები (გამომდინარე  მათი ინტერესისა) კითხვის პროცესის  ხარისხიანად და ხალისით წარმართვაში.
     მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე ფოკუსჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, მათმა შვილებმა როგორ შეარჩიოს მათთვის შესაფერისი ლიტერატურა წასაკითხად.
    
თავი VII
დასკვნა
  პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კითხვის პრობლემების მიზეზებია:
        პედაგოგთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
        პედაგოგთა და მშობელთა შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა;
        მასწავლებელთა მიერ მოსწავლეებისათვის წასაკითხი ტექსტის მიცემის დროს ტექსტიდან გამომდინარე დავალების შეუსრულებლობა, (რომლებიც ტექსტის გაგება-გააზრებაში დაეხმარება)ან მიცემული დავალებების ინსტრუქციის არქონა;
        მოსწავლის მხრიდან წაკითხული ნაწარმოების ვინმესთვის გაუზიარებლობა;
     აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. (კარგად ჩანს განმეორებით ჩატარებულ დიაგნოსტიკურ ტესტებში).
ტექსტის წაკითხვა- მაქსიმალური ქულა 80
ლექსიკური მარაგი- მაქსიმალური ქულა 40
ტექსტის გაგება-გააზრება- მაქსიმალური ქულა 20

მოსწავლე
ქულები
ტექსტის წაკითხვის ტესტი
ლექსიკური მარაგის ტესტი
გაგება-გააზრების ტესტი
ბავშვი 1
45
20
8
ბავშვი 2
40
17
16
ბავშვი 3
42
38
14
ბავშვი 4
55
16
16
ბავშვი 5
64
15
12
ბავშვი 6
50
14
18
ბავშვი 7
54
18
14
ბავშვი 8
40
12
7
ბავშვი 9
34
18
9
ბავშვი 10
72
15
10
ბავშვი 11
50
11
12
ბავშვი 12
25
12
8
ბავშვი 13
52
6
7
ბავშვი 14
38
15
13
ბავშვი 15
46
14
8
ბავშვი 16
38
12
11
ბავშვი 17
30
9
6
ბავშვი 18
34
34
15
ბავშვი 19
46
28
14
ბავშვი 20
42
19
10
ბავშვი 21
54
12
9

კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ, კითხვის პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა. განხორციელებული  ქმედებით ცოდნის დონე ამაღლდა, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციაზე და ნაკლებად-შინაგანზე.
            შედეგებზე დაყრდნობით, შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამყენებაში და მოსწავლეების აქტიურ კითხვის პროცესში ჩართვაში.
კვლევის შედეგების და თვითონ  კვლევის გაზიარება კოლეგებთან, დაეხმარება ჩემს კლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო  სტრატეგიები.
პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ,  დაწყებითი კლასების  კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.
ჩემი კვლევა მიმდინარეობდა მცირე დროში, მე ვაგრძელებ ამ მიმართულებით კვლევას.


გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინტერაქტიული მეთოდების კრებული და ტესტები.   მასწავლებლის ბიბლიოთეკა თბილისი 2013
2. „კითხვის ეფექტური მეთოდები“- მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2013
3. საერთაშორისო საგანმანათლებო კვლევები საქართველოში-- ი.კუტალაძე. 2012
4. ეროვნული სასწავლო გეგმა
5. http://mastsavlebeli.ge/?p=281  (შემ. 28.06.2019)
6. სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები.   http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf (შემ. 06.06.2019)
9. პაპავა პ. ჭანტურია თ. 2012 წიგნიერება (მასწავლებლის სახელმძღვანელო), თბილისი, ,,მწიგნობარი“
10. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გზამკვლევი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; ელბაქიძე ნ , ქიტოშვილი თ; თბილისი 2010;
11. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი ,,როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება“ (მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო)2007; გამომცემლობა:საქართველოს მაცნე.
12. ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“ (I-VI კლ).” -  http://bit.ly/2nYZoNT
13. სამსონია ი. 2013; წიგნიერება (მასწავლებლის სახელმძღვანელო). თბილისი: ,,მწიგნობარი“;
14. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა - http://bit.ly/2Bvl8Zz  
15. სატრენინგო მასალა „ წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე “




დანართები:
დანართი 1 - კითხვარი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის

მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმჟობესებლად. თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.
1)შემოხაზეთ  შესაბამისი სქესის სიმბოლო:
        მდედრობითი                                                  მამრობითი

2)საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი კითხვას?
        დიახ                                                                  არა
3) ხალისით კითხულობს თუ არა თქვენი შვილი?
        დიახ                                                                  არა

დანართი  2
ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არა არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.

1.ბავშვის რეჟიმის სწორედ განაწილებაზე პასუხისმგებელია
        ოჯახი                              დედა                                 ბავშვი

2. ბავშვს გვიან დაძინება უწევს:
        კითხვის გამო  (დავალების გამო)                   დროის არასწორად განაწილების გამო
                                                 ტელეგადაცემების გამო

3. რჩება თუ არა მოსწავლეს დრო კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის?
        დიახ                                  ხანდახან                                    არა
4. მოსწავლე კითხულობს:
        მშობლის დახმარებით                                               დამოუკიდებლად      
                                         საჭიროებს მცირეოდენ მითითებას

5. რა სიხშირით კითხულობს მოსწავლე კლასგარეშე ლიტერატურას?
        ხშირად                             იშვიათად                       საერთოდ არ კითხულობს

6. რა ჟანრის ნაწარმოებები მოსწონს თქვენს შვილს?
        ზღაპრები                                       მხატრული ლიტერატურა
                                    საინფორმაციო ტექსტები

7. ვის უზიარებს თვენი შვილი წაკითხული ნაწარმოების შემდეგ შთაბეჭდილებებს?
        ოჯახის სხვა წევრს                                 მასწავლებელს                        მეგობარს

8. რა პრობლემებს აწყდება თქვენი შვილი კითხვის დროს?
        გაგება -გააზრება                                                    სწრაფი კითხვა

9. უნდა კითხულობდეს თუ არა თქვენი შვილი დამატებით კლასგარეშე ლიტერატურას?
        დიახ                                                          არა

10.თქვენი აზრით რაში დაეხმარება მათ კლასგარეშე კითხვა
        აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში
        აზროვნების ჩამოყალიბებაში
        ცხოვრების უკეთ შეცნობაში




დანართი  3
ანკეტა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმგობესებლად. თქვენი როგორც მოსწავლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმათებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არა არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.
1.შემოხაზეთ  შესაბამისი სქესის სიმბოლო:
ა)მდედრობითი                                             ბ)მამრობითი

2.ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
ა)ოჯახი                           ბ)დედა                                          გ)მე

3.   გვიან ვიძინებ...
ა)კითხვის გამო  (დავალების გამო)
ბ)დროის არასწორად განაწილების გამო
გ)ტელეგადაცემების გამო

4.მრჩება თუ არა დრო, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის.
 ა) დიახ                                  ბ) ხანდახან                              გ)არა

5.  კითხვის დროს
ა) ვიხმარებ მშობელს
ბ)ვკითხულობ დამოუკიდებლად
გ) მჭირდება მცირეოდენი მითითება

6. რა სიხშირით კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას?
ა)ხშირად                          ბ)იშვიათად               გ)საერთოდ არ ვკითხულობ

7.  რა ჟანრის ნაწარმოები მოგწონს?
 ა)ზღაპრები              ბ)მხატრული ლიტერატურა          გ)საინფორმაციო ტექსტი

8. ვის უზიარებ წაკითხული ნაწარმოების შესახებ?
ა) ოჯახის წევრს                  ბ)მასწავლებელს                   გ) მეგობარს

9.  რა პრობლემას აწყდები კითხვის დროს
ა) ნელი კითხვაა                                ბ) გაგება-გააზრება
                                 
10. შენი აზრით რაში დაგეხმარება კლასგარეშე კითხვა?
ა)აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში
ბ)აზროვნების ჩამოყალიბებაში
გ)ცხოვრების უკეთ შეცნობაში

11. დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა ჟანრის ნაწარმოებს ისურვებდი შენს სახელმძღვანელოში და რატომ? „
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
         




დანართი  4
ანკეტა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას მეორე კლასის მოსწავლეებში არსებულ კითხვის პრობლემების გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც მასწავლებლის  მონაწილეობა  ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელის  და გვარის მითითება.
1)      ხალისით კითხულობენ თუ არა თქვენი მოსწავლეები?
ა) დიახ                                                        ბ)არა
2)      ტექსტის წაკითხვის წინ, მოტივაციის  მიზნით  აღუძრავთ თუ არა ინტერესს?
 ა) არასოდეს დავაინტერესებ ტექსტის მიმართ 
 ბ) ყოველთვის აღვუძრავ ინტერესს
 გ)ხანდახან აღვუძრავ ინტერესს
3)       გიზიარებთ თუ არა მოსწავლე წაკითხული ნაწარმოების შთაბეჭდილებებს ?
ა)ყოველთვის                 ბ)ხანდახან                        გ)არასოდეს
4)      როგორ  ფიქრობთ, ტექსტს ან ნაწაროებს რომელსაც თქვენ აძლევთ მოსწავლეს წასაკითად, შეესაბამება თუ არა მოსწავლის ასაკს?
 ა) დიახ შეეფერება                                                     ბ)არა, არ შეეფერება
5)      როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ მიცემული წასაკითხი ტექსტი:
ა) ზომიერია                  ბ)დიდი მოცულობისაა                გ)მცირე  მოცულობისაა

6)      დაწერეთ თქვენი მოსაზრება: „რა დოზით და რა სირთულის ტექსტი  უნდა მიეცეს მოსწავლეს წასაკითხად? „
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




















რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ               
სსიპ ქალაქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ მეორე კლასში,   ჩავატარე  კვლევა „რატომ უჭირთ მეორე კლასის მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება“.
კვლევის მიზანი იყო, მეორე კლასის მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემების შესწავლა და პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების დადგენა.
მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი, რომ შეიძლება მისი კოლეგებთან გაზიარება.
კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, გრძელდებოდა  ოთხ თვეს (თებერვალი-მაისი). მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა, რომელიც ვაწარმოე, იყო ანონიმური, წერილობითი ფორმის.  მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა,  ისტ-ის გამოყენებით გამდიდრებული გაკვეთილები, სხვადასხვა ჟანრის წიგნების კითხვა, მსჯელობა, სქემებისა და კითხვარების შევსება.
   ნაშრომში განხილულია  მეორე კლასის მოსწავლეებში არსებული კითხვის პრობლემები და ამ პრობლემის გადასაჭრელად  დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. კვლევის დროს გამოვიყენე როგორც თვისობრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები (დახურული ანკეტირება,).   დავგეგმე ინტერვენციები:  კითხვარების შევსება, თანაბარი სიძლიერის ჯგუფების შექმნა,  ჯგუფური მუშაობები და დიფერენცირებული ჯგუფების შექმნა, მკითხველთა კლუბის შექმნა.
 კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მოხდა მოსწავლეთა დაინტერესება, ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია კითხვის მიმართ, გაუმჯობესდა მოსწავლეთა სწავლის შედეგები, (კარგათ ჩანს განმეორებით ჩატარებულ დიაგნსტიკურ ტესტებში),  და  გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეთათვის დამატებითი რესურსი შევიტანე სწავლის პროცესის დროს, რამაც გამოიწვია მათი დაინტერესება. 
დასკვნა:  კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ, სასურველია თემატიკა შერჩეული  იყოს მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით. ასევე, ლექსიკა  უნდა იყოს თანამედროვე, რათა მოსწავლეებმა აქტიურად შეძლონ მისი პრაქტიკაში გამოყენება.


კვლევის შედეგების გაზიარება: საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი, საკუთარი პრაქტკული კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.
       ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში, რათა საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და კრიტიკურ აზროვნებას მიეჩვიონ. ბევრმა მოსწავლემ ღია კითხვაში საკუთარი აზრის დაფიქსირებას თავი აარიდა. რადგან არ იცოდა ზუსტად რის ჩაწერა ერჩია. ეს საკითხი შეიძლება ცალკე კვლევის საგნად მივიჩნიოთ და ჩავატაროთ კვლევა ამ მიმართულებით.
ვფიქრობ, რადგან ამ დროისათვის მხოლოდ  ერთ კლასში ჩატარდა ინტერვენციები, მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს კვლევა  და შევისწავლო რა შედეგებს მოგვცემს განხორციელებული ცვლილებები სხვა  კლასებში.        აღნიშნული კვლევით ხელმძღვანელობა შეუძლიათ სკოლებს, რომლებშიც ანალოგიური პრობლემა დგას და მისი გამომწვევი მიზეზებიც იდენტურია. ასევე  შეუძლიათ გაგება-გააზრებაზე მომუშავე მკვლევარებს და მაგისტრანტებს.       ~
ჩემი აზრით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.          კვლევა და მისი შედეგები დამეხმარა საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებასა და განვითარებაში, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაში.

1 комментарий:

  1. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა განიხილეთ კვლევაში. გავიზიარებ თქვენს გამოცდილებას

    ОтветитьУдалить