გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში - II კლასი (შიდა დაკვირვების გაკვეთილი)
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
მათემატიკა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
II
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
ამოცანის ამოხსნა
|
გაკვეთილის მიზანი
|
·
მოსწავლემ ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვროს, თუ რა არის მოცემული
და
რა
საძებნი;
·
მარტივი ამოცანის ამოსახსნელად მოსწავლე ირჩევს
შესაბამის
მოქმედებას
და
მისი
შესრულების
ხერხს.
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
|
მათ.დაწყ.:
II.5. მოსწავლეს
შეუძლია
რიცხვებისა
და
მათზე
მოქმედებების
გამოყენება
ამოცანის
ამოხსნისას;
|
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
საშინაო დავალების გამოკითხვა:
მოსწავლეებს
წავაკითხებ საშინაო დავალებას, პარალელურად მოხდება შემოწმება და უკუკავშირის მიცემა.
მიზანი: მოსწავლის
წინარე ცოდნის გააქტიურება.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო
|
5 წთ
|
|
2
|
საკლასო საუბარი:
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს.
ამის შემდეგ დაფაზე ვაკრავ ფლიფჩარტს, რომელზედაც დაწერილია ამოცანა.
მოსწავლეებთან ერთად გამოვყოფთ ამოცანის პირობასა და შეკითხვას. ამოვკრებთ მონაცემებს
და ამოვხსნით მას.
მიზანი: მოსწავლეები წინარე ცოდნას დაუკავშირებენ ახალ მასალას.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო
|
ფლიფჩარტი
„ამოცანა“
|
10
წთ
|
3
|
ჯგუფური მუშაობა:
მოსწავლეებს ჯგუფებში სამუშაოდ ვურიგებ ფლიფჩარტს, რომელზედაც დაწერილია
სხვადასხვა ამოცანები. მათ უნდა შეძლონ ამ ამოცანებში პირობისა და შეკითხვის გამოყოფა, მონაცემების
შეგროვება და მისი ამოხსნა.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ძველი და ახალი მასალის ერთმანეთთან და
კავშირებას, სოციალური უნარების განმტკიცებას.
|
ჯგუფური
|
ჯგუფური
|
ფლიფჩარტი
„ამოცანა“
|
15
წთ
|
4
|
სახელმძღვანელოზე მუშაობა:
სახელმძღვანელოდან
გავაკეთებთ მსგავს ამოცანას.
მიზანი: მოსწავლეები
განამტკიცებენ მიღებულ ცოდნას
|
წერა
|
საკლასო
|
სახელმძღვანელო
|
7 წთ
|
5
|
შეჯამება-შეფასება:
მოსწავლეებს
ვაძლევ მითითებას საშინაო დავალების შერულებისთვის, ვაფასებ და შეჯამებას ვახდენთ
კითხვა-პასუხით
მიზანი: მოსწავლეები
დასკვნის საფუძველზე გამოყოფენ იმ საკითხს, რაც დღეს შევისწავლეთ და განამტკიცებენ
მას.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო
|
მოსწავლის რვეული
|
3
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
•
ეფუძნება პირად მოსაზრებებს
ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე
პასუხის გასაცემად;
•
მოსწავლეს შრუძლია ამოცნის ამოხსნა
შეფასების რუბრიკა:
ამოცანის
ამოხსნა
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
თავისუფლად ამოიცნობს ამოცანაში მის პირობასა და შეკითხვას,
შეუძლია ამოცანის ამოხსნა
|
თავისუფლად ამოიცნობს ამოცანის პირობასა და შეკითხვას,
მითითების შემდეგ შეუძლია მისი ამოხსნა
|
მითითების შენდეგ ამოიცნობს ამოცანის პირობასა და
შეკითხვას, უჭირს ამოცანის ამოხსნა
|
ჯგუფური მუშაობა:
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოხატავს საკუთარ აზრს, უსმენს
ჯგუფის წევრებს და იზიარებს მათ აზრს.
|
მოსწავლე ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში, გამოხატავს
საკუთარ აზრს,უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ უჭირს მიღება და გაზიარება
|
უჭირს ჯგუფთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს
საკუთარ აზრს
|
ამოცანა (ფლიფჩარტზე)
სალომეს 15 ლარი აქვს, ანდრია
კი- სალომეზე 5 ლარით მეტი. რამდენი ლარი აქვს ორივეს ერთად?
ამოცანები ჯგუფებისთვის:
ერთ თაროზე დევს 25 წიგნი.
მეორე თაროზე კი 5 წიგნით მეტი, ვიდრე პირველზე. რამდენი წიგნი დევს ორივე თაროზე ერთად?
ვანომ დაიჭირა 23 თევზი. კახამ კი ვანოზე 3 თევზით ნაკლები.
რამდენი თევზი დაიჭირა ორივემ ერთად?
საბავშვო ბაღშისთვის იყიდეს
20 ბურთი და ბურთზე 2-ით მეტი თოჯინა. რამდენი სათამაშო იყიდეს სულ?
პირველ დღეს მაღაზიამ გაყიდა 33 ბუშტი. მეორე დღეს 3 ბუშტით
ნაკლები, ვიდრე პირველ დღეს. რამდენი ბუშტი
გაყიდა მაღაზიამ ორივე დღეს ერთად?
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში - II კლასი (შიდა დაკვირვების გაკვეთილი)
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
II
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
ვახტანგ მეფის ხმალი
|
გაკვეთილის მიზანი
|
•
მოსწავლეებმა შეძლონ
ქართველი მეფეების
დასახელება;
•
შეძლონ ვახტანგ გორგასალზე ინფორმაციის გახსენება და დასახელება;
•
შეძლონ ტექსტის წაკითხვა
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
|
ქართ.დაწყ.: II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო
ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში ;
ქართ.დაწყ.: II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა;
|
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
შესავალი საუბარი:
მოსწავლეებს
ვთხოვ ჩამოთვალონ, საქართველოს რომელი მეფეები იციან. თითოეულ პასუხს დავწერ დაფაზე.
(უკვე იციან დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი და ა.შ.) თუ ვერ დაასახელებენ
ვახტანგ გორგასალს, მაშინ მე შევახსენებ.
მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ განვლილ მასალას, რაც დამეხმარება მათთვის
ახალი მასალის მიზნის გაცნობაში.
ამის შემდეგ
მოსწავლებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო
|
3 წთ
|
|
2
|
ინტერაქტიული სქემა:
მოსწავლებს ვურიგებ ინტერაქტიურ სქემას, ვახტანგ გორგასალზე, რომელიც
უნდა შეავსონ წყვილებში.
სქემა “fishbord”
დახაზული იქნება ფლიფჩარტზე, რომ წყვილების პრეზენტაციის პარალელურად
შევავსოთ.
მიზანი: მოსწავლეები გაიაქტურებენ და სისტემაში მოიყვანენ წინარე ცოდნას
ვახტანგ გორგასალზე. გამოიტანენ დასკვნას, თუ როგორი მეფე იყო იგი, მათი აზრით.
|
კითხვა-პასუხი
|
წყვილები
|
ფლიფჩარტი
„ვახტანგ გორგასალი“
|
15 წთ
|
3
|
ახალი ინფორმაციის
მიწოდება:
ამის შემდეგ მოსწავლებს წავუკითხავ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს.
წავაკითხებ 2-3 მოსწავლეს და დავსვამ კითხვებს:
-რა იყო ცნობილი თქვენთვის ამ ტექსტში?
-რა ახალი ინფორმაცია გავიგეთ?
-თქვენი აზრით, რა არის ამტექსტში რეალური, ნამდვილი?
-რა არის ამ ტექსტში გამოგონილი?
-ამ ხალხურ ლექსში რამდენი სტროფია?
-რამდენი სტრიქონია თითოეულ სტროფში?
-რამდენი მარცვალია თითოეულ სტრიქონში?
მოსწავლეებს ვაჩვენებ ვიდეოს „ვახტანგ-გორგასალი“
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ უცხო ტექსტის წაკითხვას, მასში რეალური
და გამოგონილი ფაქტის გარჩევას. ლექსის სტრუქტურის მარტივად დახასიათებას.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო
|
სახელმძღვანელო
ვიდეო „ვახტანგ გორგასალი“
|
17
წთ
|
4
|
შეჯამება-შეფასება:
მოსწავლეებს
ვუსვამ კითხვას, თუ რომელ მეფეზე ვისაუბრეთ დღეს, პასუხის Sემდეგ მათ ყურადღებას გადავიტანთ მათ მიერ შევსებულ
:ფიშბორდზე“ და ვთხოვ, დაასახელონ ერთი რამ, რის გამოც ეს მეფე მათ დაამახსოვრდებათ.
მიზანი: მოსწავლეები
დასკვნის საფუძველზე გამოყოფენ იმ თვისებას თუ ფაქტს, რაც მათთვის არის ყველაზე მეტად
დასამახსოვრებელი ამ მეფის მოღვაწეობიდან.
|
კითხვა-პასუხი
|
საკლასო
|
ინეტრაქტიური სქემა
|
5 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
•
ეფუძნება პირად მოსაზრებებს
ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე
პასუხის გასაცემად;
•
მოსწავლე სისტემაში მოიყვანს ინფორმაციას ვახტანგ გორგასალზე და გააკეთებს
სათანადო დასკვნას;
შეფასება
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
კითხულობს გაწაფულად
|
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს. კითხულობს ხმამაღლა და გარკვევით
|
თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს, კითხულობს ხმადაბლა
|
უჭირს ნაცნობი სიტყვების ამოკითხვა დამარცვლით, კითხულობს ხმადაბლა.
|
ჯგუფური
მუშაობა:
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
წყვილებში მუშაობა
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს მეწყვილესთან, გამოხატავს საკუთარ
აზრს, უსმენს და იზიარებს მეწყვილის აზრს
|
მოსწავლე ჩართულია მუშაობაში, გამოხატავს საკუთარ აზრს,უსმენს მეწყვილეს, მაგრამ უჭირს მიღება
და გაზიარება
|
უჭირს მეწყვილესთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს
|
გაკვეთილის გეგმა ბუნებისმეტყველებაში;
II კლასი
შინაური ცხოველები -ძუძუმწოვრები (გარე დაკვირვების გაკვეთილი_
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
ბუნებისმეტყველება
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
II
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
შინაური ცხოველები - ძუძუმწოვრები
|
გაკვეთილის მიზანი
|
•
მოსწავლეებმა შეძლონ
შინაური ცხოველებისა და მათი ნაშიერების ამოცნობა და დასახელება ილუსტრაციის მიხედვით:
•
ადამიანისთვის შინაური
ცხოველების მნიშვნელობის გაცნობიერება;
•
ცხოველებისადმი მზრუნველობითი
დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
•
ცხოველებთან ურთიერთობისას
უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობერება;
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
|
ბუნ.: II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა
და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
ბუნ.: II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების
ამოცნობა;
|
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
შესავალი საუბარი:
მოსწავლეებს შევახსენებ, რომ ჩვენი საკვები
შედგება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური
პროდუქტებისაგან. და ვაჩვენებ განვლილ გაკვეთილზე შედგენილ ფლიფჩარტს, სადაც ჩამოწერილია
დღის მენიუ, დავუსვამ კითხვებს:
-გაიხსენეთ, რომელია მცენარეული საკვები?
-რომელია ცხოველური საკვები?
-თქვენი აზრით, ყველა ცხოველი გვამარაგებს
საკვებით?
მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებ განვლილ მასალას. აღმოაჩენენ რომ ყველა
ცხოველი არ გვაძლევს საკვებს.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
დღის მენიუ
|
4-5 წთ
|
2
|
სახელმძღვანელოზე
მუშაობა:
მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ სახელმძღვანელო,
სამ მოსწავლეს გამოვიყვან
დაფასთან, მივცემ დავალებას: ერთი მოსწავლე დასახელებული
ცხოველის ფოტო გააკრავს დაფაზე, მეორე დაწერს სახელს,
ხოლო მესამე სათამაშოების გროვიდან ამოარჩევს
შესაბამისი ცხოველი სათამაშოს. შემდეგ ვეკითხები
მოსწავლეებს, რა საერთო სახელი აქვთ ამ ცხოველებს, მოსწავლეები ადვილად მიხვდებიან,
რომ ესენი შინაური ცხოველები არიან.
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა მიზანს:
„ალბათ,მიხვდით, რომ დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის „შინაური
ცხოველები-ძუძუმწოვრები“.
ჩვენ დღეს გავეცნობით ზოგიერთ მათგანს, ვისწავლით, რა სარგებლობა მოაქვთ
მათ, მათ ამოცნობას, და ასევე ვისაუბრებთ, ნაშიერებზე.
მიზანი: მოსწავლეები ცხოველის სახელს დაუკავშირებენ ილუსტრაციას და შესაბამის სათამაშოს.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
ცხოველთა ფოტოები
|
2-3 წთ
|
3
|
ახალი ინფორმაციის
მიწოდება:
მოსწავლეებს ვაჩვენებ პოვერპოინტში ჩემს მიერ
აწყობილ რესურსს, სადაც საუბარი მექნება შინაური ძუძუმწოვრების სარგებელსა, მათი
საცხოვრებლისა და ნაშიერების სახელების შესახებ. პარალელურად
ორი მოსწავლე მუსაობს ფლიფჩარტზე: ერთი წერს დასახელებული ცხოველის ნაშიერის სახელს,
მეორე აკრავს შესაბამის ფოტოს.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველებს, მათ ნაშიერებს, სახელს დაუკავშირებენ
ფოტოს, გაეცნიან ზოგიერთი მათგანის საბინადროს.
|
მინი-ლექცია
|
ინდივუდუალური
|
პოვერპოინტი
|
8-10 წთ
|
4
|
უსაფრთხოების წესების
შემუშავება:
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას:
-თქვენი აზრით, უნდა იზრუნოს თუ არა ადამიანმა
ცხოველებზე?
მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, რომ ცხოველებზე
ადამიანმა უნდა იზრუნონ.
ამის
შემდეგ ვსვამ კითხვას, აუცილებელია თუ არა, გარკვეული უსაფრთხოების წესების
დაცვა ცხოველებთან, მაგალითად, ძაღლთან და ვხოვ დაასახელონ სამი წესი. ვთავაზობ ვარიანთს:
„არ შეიძლება ძაღლთან...“
მიზანი: მოსწავლეები
დაასკვნიან, რომ შინაურ ცხოველთა საბინადროზე და საკვებზე ზრუნავს ადამიანი და მათთან
ურთიერთობისას საჭიროა გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვა.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
უსაფრთხოების წესები
|
4-5 წთ
|
5
|
ჯგუფური მუშაობა:
ამის შემდეგ, მოსწავლეებს შევახსენებ (ჯგუფები ჩემს
მიერ წინასწარ არის ფორმირებული), მათ მიერ შემუშავებულ
ჯგუფებში მუშაობის წესებს, ვაძლკევ ისტრუქციას,.
-თითოეული ჯგუფის დავალება შედგება სამი ნაწილისგან,
პირველი, ეს არის, კითხვაზე პასუხის გაცემა, მეორე დავალება, გამოცანის გამოცნობა,
ხოლო მესამე დავალება წარმოადგენს, ცხოველებისა და მათი ნაშიერების ურთიერთდაკავშირებას, ამ დავალებისთვის თქვენ გეძლევათ 5 წუთი.
მიზანი: ახალი ინფორმაციის სისტემაში მოყვანა
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
პოვერ-პოინტი, ცხოველთა სურათები
|
5-7
წთ
|
6
|
პრეზენტაცია:
თითოეული ჯგუფის წარმომაადგენელი გაგვაცნობს
გუფის პასუხებს და პარალელურად ჯგუფის ერთი წევრი დაფაზე გააკრავს ცხოველებისა და მათი ნაშიერების ერთმანეთთან დაკავშირებულ
ფოტოებს.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
4-5 წთ
|
|
შეჯამება:
მოსწავლეებს ვთავაზობ სამ კითხვას, რომელზეც
უნდა გამცენ პასუხი, მათ პასუხებს პარალელურად ვწერ ფლიფჩარტზე:
-რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად ამ გაკვეთილზე?
-რატომ?
-როგორ გამოიყენებ ამ ცოდნას?
მიზანი: მოსწავლე აჯამებს გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას და აცნობიერებს,
თუ სად შეიძლება გამიყენოს მიღებული ინფორმაცია.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
„რა? რატომ? როგორ?
|
4-5 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
•
ეფუძნება პირად მოსაზრებებს
ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე
პასუხის გასაცემად;
•
იყენებს კომუნიკაციის
სხვადასხვა ფორმას ( მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და
კვლევის შედეგების წარდგენისას;
შეფასება
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ასახელებს შინაურ ცხოველებს და მათ ნაშიერებს,
აღწერს მათ
|
მოსწავლეს შეუძლია შინაური ცხოველისა და მისი
ნაშიერის ამოცნობა ნახატისა თუ ნიშან-თვისების მიხედვით
|
მოსწავლეს შეუძლია შინაური ცხოველისა და მისი
ნაშიერის ამოცნობა და დასახელება სურათის მიხედვით, მაგრამ უჭირს მისი ნიშან-თვისების
მიხედვით ამოცნობა დახმარების გარეშე.
|
მოსწავლე ასახელებს შინაურ ცხოველებს, მაგრამ
უწირ მისი ამოცნობა ნახატის და ნიშან თვისების მიხედვით, დახმარების გარეშევერ უწირს
ცხოველთა ნაშიერების დასახელება
|
ჯგუფური
მუSაობა:
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ჯგუფში მუშაობა
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოხატავს საკუთარ აზრს, უსმენს
ჯგუფის წევრებს და იზიარებს მათ აზრს.
|
მოსწავლე ჩართულია ჯგუფურ მუსაობაში, გამოხატავს
საკუთარ აზრს,უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ უჭირს მიღება და გაზიარება
|
უჭირს ჯგუფთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს
საკუთარ აზრს
|
ტყის ნადირი (გარე დაკვირვება)
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
ბუნებისმეტყველება
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/ II კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
ტყის ნადირი
|
გაკვეთილის მიზანი
|
•
მოსწავლეებმა შეძლონ
ტყეში მობინადრე ზოგიერთი ნადირის ამოცნობა;
•
შინაურ და გარეულ
ცხოველებს შორის მთავარი განსხვავების გაცნობიერება;
•
ტყის ნადირთა ნაშიერების
ამოცნობა და შედარება;
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
|
ბუნ.: II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა
და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
ბუნ.: II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების
ამოცნობა;
|
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
ჯგუფური მუშაობა:
მოსწავლეები დაყოფილია ოთხ ჯგუფად (ორი ხუთკაციანი და ერთი ექვსკაციანი).
შევახსენებ ჯგუფში მუშაობის წესებს, რომელიც შემუშავებულია მათ მიერ. შემდეგ თითოეულ
ჯგუფს ვურიგებ ბარათებს, რომელზედაც წერია გამოცანა. სამუშაოდ ვაძლევ 3 წუთს.
Iჯგ.:“მსუნაგი და ხარბი, ტყე-მინდორში დარბის,
თუ წააწყდა ციკანს, არ აცოცხლებს დიდხანს.“ (მგელი)
II ჯგ:“ზოლიანი ქურქი აქვს და მრისხანე თვალები
განირჩევა მხეცებში, თავის ბასრი ბრჭყალებით.“(ვეფხვი) IIIჯგ.:“მხეცთა მეფეს ეძახიან, ამაყია, ძლიერი,
ახლოს არვინ გაეკაროს, როცა არის მშიერი.“(ლომი) IVჯგ.:“დიდი მხეცია, ძლიერი, მოყვარულია თაფლის,
პანტა-მაჟალოს მიირთმევს, ძროხას იტაცებს.. (დათვი).
მოსწავლეთა პასუხებს ვწერ დაფაზე, მოსწავლეებს
ვთხოვ დაასახელონ მათი საერთო სახელი (პასუხი:მხეცი, ნადირები, შეიძლება დაასახელონ
მტაცებელიც, თუ ვერ დაასახელებენ მაშინ დავუსვამ დამატებით კითხვას.
-რით იკვებებიან ეს ცხოველები?
-რა ჰქვიათ ასეთ ცხოველებს?).
ამის შემდეგ
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა დამიზანს:
„დღეს ჩვენი
გაკვეთილის თემა გახლავთ, :ტყის ნადირი“. ჩვენ გავეცნობით ზოგიერთ მათგანს, მათ ნაშიერებს,
რომ შემდეგ, მაგალითად ზოოპარკში, შეძლოთ მათი ამოცნობა.
მიზანი: მოსწავლეებსი გავაღვიძო ინტერესი გაკვეთილის მიმართ. სახალისო
დავალებით შეძლონ ნადირების ამოცნობა მათი თვისებების მიხედვით. შეძლონ დასახელება
ამ ცხოველთა საერთო სახელის.
|
ჯგუფური;
კითხვა-პასუხი
|
ჯგუფური
|
გამოცანები
|
6-8 წთ
|
2
|
სახელმძღვანელოზე მუშაობა:
სამ მოსწავლეს გამოვიყვან
დაფასთან და მივცემ ინსტრუქციას: ერთი მოსწავლე ფოტოებიდან
ამოარჩევს მათი თანაკლასელების მიერ დასახელებულ ცხოველის ფოტოს (თუ ვერ ამოარჩევს
სწორად ფოტოს, მინიშნებებით მივიყვან სწორ დასკვნამდე) და ჩააწებოს
ფლიფჩარტის შესაბამის ნაწილში, მეორე მოსწავლეს კი
მივცემ ინსტრუქციას, დაწეროს ამ ცხოველის სახელი და საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც
იტყვიან მისი თანაკლასელები. მესამე მოსწავლე კი სათამაშოების გროვიდან ამოარცევს
დასახელებული ცხოველს.
მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ სახელმძღვანელო
და დაასახელონ, ამოიცნონ ნადირები, და დაასახელონ ზოგიერთი მათგანის საცხოვრებელი
ადგილი,. (ტყე, ბუნაგი, სორო)
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას:
-ჩვენ შევისწავლეთ ცხოველები:ღორი, ცხენი, ძროხა და სხვა.
ისინი სად ცხოვრობდნენ? (ადამიანის საცხოვრებელთან).
-რა განსხვავებაა ნადირებსა და მათ შინაურ
ცხოველებს შორის?(ნადირები ცხოვრობენ ტყეში, და თვითონ ზრუნავენ საკვებზე, შინაური
ცხოველების კვებაზე კი ადამიანი ზრუნავს)
შემდეგ ვსვამ კითხვას, ყველა დასახელებული
ცხოველი ხორცით იკვებება?
მოსწავლეები მიპასუხებენ „არას“, ამის შემდეგ
ვთხოვ დაასახელონ ჩამოთვლილიდან რომელი ცხოველები არ იკვებება ხორცით. ჩამოთვლის
შემდეგ ვეკითხები:
-რა ჰქვია ამ ცხოველებს? (ბალახისმჭამელები).
მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ ცხოველის სახელის დაკავშირება მის ფოტოსთან და მოდელტან (სათამაშოსთან), შეძლონ
მისი საბინადროს დასახელება. განარჩიონ მტაცებელი და ბალახისმჭამელი ცხოველები, გააცნობიერონ
შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის მთავარ განსხვავება.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
ცხოველთა სურათები, სქემა
|
5-7 წთ
|
3
|
ცხოველების ამოცნობა:
მოსწავლეებს ვურიგებ ფურცლებს, რომელზედაც
წერია ცხოველთა დახასიათეთებები, შევახსენებ
კიდევ ერთხელ ჯგუფში მუშაობის წესებს, შემდეგ, ვაძლევ ინსტრუქციას, 5 წუთის განმავლობაში
ჯგუფში უნდა წაიკითხონ და ამოიცნონ ცხოველი.
Iჯგ: ეს ცხოველი ტყისმშვენებაა. კოხტა, სწორი
ფეხები აქვს,ლამაზი თავი და დიდი შავი თვალები, პატარა წვეტიანი რქები და მოკლე კუდი
აქვს. იგი ბალახისმჭამელია. მისი თავდაცვა სწრაფი ფეხებია. (შველი)
IIჯგ.:ეს ნადირი ჩვენი ტყეების ბინადართა შორის
ყველაზე დიდია. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. მისი საყვარელი
საჭმელია თაფლი . ზამთარში ბუნაგში ძინავს. (დათვი)
IIIჯგ.:
ის მშიშარა და სწრაფი ცხოველია. აქვს გრძელი ყურები და მოკლე კუდი. ძალიან
უყვარს მცენარეები, ზოგჯერ სოფელსაც ესტუმრება კომბოსტოთი პირის ჩასატკბარუნებლად.
(კურდღელი)
IVჯგ.: ის მტაცებელი ცხოველია, ლამაზი კუდით. არის
მოხერხებული. ღამით სოფელში იპარება და საქათმეს ესტუმრება ხოლმე. (მელია)
მიცემული დროის ამოწურვის შემდეგ, თითოეული
ჯგუფიდან ერთი მოსწავლე წაიკითხავს ცხოველის დახასიათებას და იტყვის პასუხს. თუ პასუხი
იქნება არასწორი, მაშინ უპასუხებს სხვა ჯგუფი(II, III IVმორიგეობით).
მიზანი: შესწავლილი მასალის განმტკიცება, გაანალიზება
|
თამაში
|
ჯგუფური
|
ცხოველთა დახასიათებები
|
10-12
წთ
|
4
|
ზოგიერთი ნადირის ნაშიერის გაცნობა:
დაფაზე ვაკრავ ზოგერთი ცხოველის ნაშიერის
ფოტოებს, და მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას, ამოიცნონ ნაშიერები და ნაშიერის სურათი
მოათვსონ ფლიფჩტარზე, შესაბამის გრაფაში.
მიზანი: მოსწავლეები
გაეცნონ ზოგიერთი ნადირის ნაშიერის სახელწოდებას და ვიზუალურად აღიქვან ფოტოსურათით.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
ცხოველთა სურათები,
სქემა
|
5-8 წთ
|
5
|
საშინაო დავალების მიცემა:
მოსწავლეებ ვაძლევ საშიანო დავალებად გამოძერწონ
ან დახატონ, სურვილისამებრ, სასურველი ცხოველის მოდელი.
მიზანი: მოსწავლეებმა
განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.
|
ვერბალური
|
|
|
1-2 წთ
|
6
|
გაკვეთილის შეჯამება:
მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს: რა ცხოველს
გამოყოფდით დღეს განნობილი ცხოველებიდან? რატომ გამოყოფდით? როგორ გამოიყენებთ მიღებულ
ცოდნას?
მათ პასუხებს ვწერ შესაბამის სქემაში
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
"რა?რატომ?როგორ?
|
4-5 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
•
ადარებს ერთმანეთს
ზრდასრულ ცხოველებს, აღწერს ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარ (მაგ. ზომის, ფერის,
საფარველის) ცვლილებებს;
•
აგროვებს ინფორმაციას
და მსჯელობს კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებების (საკვები, წყალი, ნიადაგი,
ჰაერი, თავშესაფარი) შესახებ;
შეფასება:
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
მოსწავლე ცნობს ნადირებს
|
მოსწავლე ამოიცნობს ნადირებს, მათ ნაშიერს.
შეუძლია ისაუბროს შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის მთავარი განსხვავებაზე.
|
მოსწავლე ამოიცნობს ნადირებს, მათ ნაშიერს.
უჭირს დახმარების გარეშე ისაუბროს ნადირებსა და შინაურ ცხოველებს შორის მთავარ განსხვავებებზე.
|
მოსწავლე ამოიცნობს ნადირებს, დახმარების
გარეშე უჭირს მათი ნაშიერების ამოცნობა
|
ჯგუფური მუშაობა:
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ჯგუფში მუშაობა
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოხატავს საკუთარ აზრს, უსმენს
ჯგუფის წევრებს და იზიარებს მათ აზრს.
|
მოსწავლე ჩართულია ჯგუფურ მუსაობაში, გამოხატავს
საკუთარ აზრს,უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ უჭირს მიღება და გაზიარება
|
უჭირს ჯგუფთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს
საკუთარ აზრს
|
რიცხვი: 28 ნოემბერი 2018 წელი
ხელმოწერა ________________________________________
ფრინველები (გარე დაკვირვება)
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
ბუნებისმეტყველება
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური / II კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
ფრინველები
|
გაკვეთილის მიზანი
|
•
მოსწავლეებმა შეძლონ
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
•
სხეულის ამოცნობა,
•
სხეულის დამახასიათებელი
ნიშნების ჩამოთვლა/გამოცნობა;;
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
|
ბუნ.:II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ
აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
ბუნ.:II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის
ძირითადი ნიშნების მსჯელობა;
|
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ჯგუფებს
შევახსენებ მათ მიერ შემუშავებულ ჯგუფში მუშაობის წესებს, (ჯგუფები წინასწარ
ჩემს მიერ არის ფორმირებული) ვურიგებ ბარათებს,
რომელზედაც წერია გამოცანები, სწორად გამოცნობის შემთხვევაში, გუნდს გადმოეცემა ერთი
მონეტა და ვაძლევ 5 წუთს პასუხის მოსაფიქრებლად.
Iჯგ: „ჩიტი ვარ თავსავარცხელა, ვსპობ, რაც
კი მავნე მწერია, ამ ჩემი გრძელი ნისკარტის
თვით ხალხიც მადლონელია.“(ოფოფი)
IIჯგ: ფრინველთა გალობის მეფეს
აქვს ნაცრისფერი ბუმბული.
ხმაწკრიალას და ტანმომცროს,
აბა, რა ჰქვია?.. (ბულბული)
IIIჯგ: „მუდამ გვატკბობს სტვენით,
მზე რომ სხივებს გაშლის...
საღამოთიც გალობს,~რა ჰქვია და ....(შაშვი)
IVჯგ: „ხმაღუღუნა ფრინველია,
თვინიერი, მიმნდობი,
ყველა ვესიყვარულებით,
სიმბოლოა მშვიდობის. (მტრედი)
დროის ამოწურვის შემდეგ გუნდები დაასახელებენ
პასუხებს. რომელი გუნდიც გასცემს სწორ პასუხს, მიიღებს ერთ მონეტას.
მოზანი: მოსწავლეთა
ინტერესის აღძვრა. თანამშრომლობითი უნარის განმტკიცება
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
გამოცანები
|
5-8 წთ
|
2
|
ვსვამ კითხვას-რა საერთო სახელი ჰქვიათ მათ?
მოსწავლეები მიხვდებიან, რომ მათ ჰქვიათ ფრინველები.
მოსწავლეებს
გავაცნობ დღევანდელი გაკვეთილის თემასა და მიზანს:“დღეს ჩვენი გაკვეთილის თემაა ფრინველები,
ჩვენი მიზანია, ვისწავლოთ ზოგიერთი მათგანის ამოცნობა და შევძლოთ განვსაზღვროთ, რომელი
მათგანი ცხოვრობს ადამიანის საბინადროსთან და რომელი, ტყეში.“
-ფრინველი, ცოცხალი ორგანიზმია თუ არაცოცხალი?
(ცოცხალი)
- რა სჭირდება ფრინველებს სიცოცხლისათვის?(ჰაერი,
საკვები, წყალი, სითბო) ვაჩვენებ ქათმის სურათს.
-რა ფრინველია ფოტოზე? (ქათამი)
-რით არის დაფარული დაფარული ფრინველის სხეული?
(ბუმბულით).
ბუმბულით: მოსწავლისთვის
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა. შინაურ და გარეულ ფრინველთა გარჩევა.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
ქათმის ფოტო
|
5-8 წთ
|
3
|
ორ მოსწავლეს გამოვიყვან დაფასთან. პირველ
მოსწავლეს მივცემ დავალებას: ფოტოებიდან ამოარჩიოს იმ ფრინველის ფოტო, რომელსაც დაასახელებენ
მისი თანაკლასელები, ხოლო მეორეს - ფოტო ჩააკრას შესაბამის გრაფაში და მიუწეროს შესაბამისი
სახელი.
მოსწავლეებს ვთხოვ წიგნები გადაშალონ 26-ე
გვერდზე, „ფრინველები“ და დაასახელონ ფოტოზე გამოსახული ფრინველები. ისინი დაასახელებენ:
გუგული, ქათამი, კოდალა, მერცხალი, ოფოფი, ბატი, არწივი, ინდაური, ბუ.
ვსვამ კითხვას: ამ ფრინველებიდან რომელი ცხოვრობს
ტყეში?: მოსწავლეები იტყვიან: ოფოფი, გუგული, არწივი, კოდალა, ბუ.
- როგორ მრავლდებიან ფრინველები? (კვერცხით)
მიზანი: ახალი მასალის გაცნობა
|
სახელმძღვანელოზე მუშაობა
|
ინდივიდუალური
|
ფრინველთა ფოტოები
|
5 -7
წთ
|
4
|
დაფაზე
გავაკრავ ორ ფლიფჩარტს, ერთზე გამოსახულია ტყე, მეორეზე სახლი. მოსწავლეებს ვურიგებ
ფრინველთა ფოტოებს და ვაძლევ დავალებას, ფრინველი თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
მოათავსეთ ტყეში ან ადამიანის საბინადროში.
მიზანი: ახალი
მასალის განმტკიცება.
|
თამაში „გამოიცანი სად ცხოვრობს“
|
ინდივიდუალური
|
ფრინველთა ფოტოები
|
5-7
წთ
|
5
|
შემდეგ მოსწავლეებს
ვაძლევ დავალებას
რომელიც უნდა
შეასრულონ
ჯგუფებში,
დავალების
შესასრულებლად უნდა
გავიხსენოთ განვლილი
მასალა. ბარათებზე
ჩამოწერილია 6 კითხვა,
და თქვენ უნდა
დაწეროთ კითხვის
გვერდით „+“ ნიშანი, თუ
ეანხმებით, და „-„
ნიშანი, თუ არ
ეთანხმებით.
დავალების
შესასრულებლად
ვაძლევ 5 წუთს,. დროის
ამოწურვის შემდეგ
თითოეული ჯგუფის
პასუხს ვაკრავთ დაფაზე
პირველი ჯგუფის წარმომადგენელი, სრულად კითხულობს
კითხვებსა და პასუხებს, დანარჩენი ჯგუფის წარმომადგენლები ან ეთანხმებიან პასუხს
ან არა.
მიზანი: თანამშრომლობითი უნარის განმტკიცება.
ახალი მასალის განმტკიცება
|
ჯგუფური
|
ჯგუფური
|
ბარათები
|
6-8
წთ
|
6
|
გაკვეთილის შეჯამება:
მოსწავლეებს ვუსვამ შემაჯამებელ კითხვას: რომელ ფრინველებს გავეცანით
დღეს?
მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
|
1-2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
•
ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე
ან რეალობაში.
•
ეფუძნება პირად მოსაზრებებს
ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
•
იყენებს კომუნიკაციის
სხვადასხვა ფორმას (მაგ.: ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუტარი მოსაზრებების ან/და
კვლევის შედეგების წარდგენისას;
•
ჩამოთვლის ცოცხალი
სხეულების დამახასიათებელ ნიშნებს;
•
აგროვებს ინფორმაციას
და მსჯელობს კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო მოთხოვნილებების (საკვები, წყალი, ნიადაგი,
ჰაერი, თავშესაფარი) შესახებ;
შეფასება
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
მოსწავლე ცნობს ფრინველებს
|
მოსწავლე ამოიცნობს ფრინველებს, შეუძლია დაასახელოს
მისი საბინადრო ადგილი.
|
მოსწავლე ამოიცნობს ფრინველებს, დახმარების
გარეშე უჭირს დაასახელოს საბინადრო ადგილი
|
მოსწავლეს დახმარების გარეშე უჭირს ფრინველის
ამოცნობა
|
ჯგუფური მუშაობა:
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ჯგუფში მუშაობა
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოხატავს საკუთარ აზრს, უსმენს
ჯგუფის წევრებს და იზიარებს მათ აზრს.
|
მოსწავლე ჩართულია ჯგუფურ მუსაობაში, გამოხატავს
საკუთარ აზრს,უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ უჭირს მიღება და გაზიარება
|
უჭირს ჯგუფთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს
საკუთარ აზრს
|
რიცხვი: 4 დეკემბერი 2018 წელი
ხელმოწერა ________________________
მხოხავი ცხოველები (გარე დაკვირვება)
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
საბუნებისმეტყველო
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური / II
კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
მხოხავი ცხოველები
|
გაკვეთილის მიზანი
|
·
მოსწავლეებმა
შეძლონ ქვეწარმავლების ამოცნობა და დასახელება;
·
ცხოველებს შორის (ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები, ფრინველები)
მსგავსება - განსხვავების დაფიქსირება;
·
ცხოველთა გადაადგილების საშუალებებზე საუბარი;
·
კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება/პრეზენტაცია;
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებთან
|
ბუნ.II.1. მოსწავლემ
უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა
და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
ბუნ.II.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სიცოცხლის ძირითადი ნიშნების ამოცნობა;
|
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
გაკვეთილს ვიწყებ მოსწავლეებისათვის თემისა და მიზნის გაცნობით:
„ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება „მხოხავი ცხოველები“. ჩვენი
მიზანია, გავეცნოთ ამ ცხოველებს, შევძლოთ მათი ამოცნობა და დასახელება.“
მოსწავლეებს შევახსენებ მათ
მიერ შემუშავებულ ჯგუფში მუშაობის წესებს და ვაძლევ ბარათებზე დაწერილ ცხოველთა დახასიათებებს.
I- „ეს პატარა
ცხოველი ძალიან სწრაფად მოძრაობს და მოხერხებულად
იმალება ქვებს შორის, ბალახებში ან მიწის ვიწრო ხვრელებში. ამაში ხელს უწყობს ვიწრო
და წაგრძელებული სხეული, რომელიც გრძელი და წვეტიანი კუდითაა დაბოლოებული. ფეხები
იმდენად სუსტი აქვს, რომ სხეულს მაღლა ვერ სწევს, ამიტომ მოძრაობის დროს მარტო ფეხებს
კი არ ეყრდნობა, არამედ მუცელსაც და კუდსაც. ასე რომ, ის ხოხვით მოძრაობს. (ხვლიკი)
II -მას
ფეხები არ აქვს, მაგრამ მაინც სწრაფად მოძრაობს. ის მიწაზე ხოხავს გრძელი, უფეხო
სხეულის სრიალით. ჯერდაიკლაკნება, მერე უცბად გაიმართება და წინ მიიწევს. ხშირად
დახვეული წევს და მზეზე თბება. მსხვერპლს ან შხამით კლავს ან ახრჩობს და მთლიანადყლაპავს.
(გველი)
III-მისი
სხეული მთლიანად ჯავშნით არის დაფარული. ეს კოლოფი გახსნილია მხლოდ წინა და უკანა
ნაწილში; წინ გამოდის თავი და წინა ფეხები, უკან- უკანა ფეხები და მოკლე კუდი. ზანტია
და ნელა დადის. ზამთარში ორმოს თხრის, მიწაში იმალება და გაზაფხულამდე ძინავს. (კუ)
IV-ეს
ვეებერთელა ცხოველი სიცოცხლის დიდ ნაწილს მდინარეში ან ტბაში ატარებს. გრძელი და
ძლიერი კუდის დახმარებით შესანიშნავად ცურავს. მას ცხვირის ნესტოები და თვალები თავის
ზედა მხარეზე აქვს მოთავსებული. ამის გამო
შეუძლია ოდნავ ოდნავ ამოჰყოს თავი წყლიდან ისე, რომ ისუნთქოს და არემარე ათვალიეროს,
თვითონ კი არ ჩანს, ჩასაფრებულია. საკმარისია, ანტილოპა, ზებრა ან სხვა ნადირი წყლის
დასალევად მივიდესს, რომ უცაბედად სტაცებს თავის უშველებელ პირს, წყალში ჩაათრევს და ბასრი კბილებით ნაკუწებად
აქცევს. მიწაზე ის ძალიან ნელა დახოხავს თავისი მოკლე ფეხებით, უმეტესად კი წევს
და მზეზე თბება. (ნიანგი)
კითხვის დასრულების სემდეგ გავიძახებ
ერთ ან ორ წყვილს და მათი პასუხების მიხედვით მოსწავლეები ამოწმებენ თავიანთ ნაშრომებს,
თუ შეცდომით იქნება რომლელიმე პასუხი, მაშინ სხვა წყვილებს ვთხოვ სწორი პასუხის დასახელებას.
მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა
|
თამაში გამოცნობაზე
|
ჯგუფური
|
ცხოველთა დახასიათებები
|
10-12 წთ
|
2
|
მოსწავლეებს ვაჩვენებ ამ ცხოველების ფოტოებს და ვთხოვ მიუსადაგონ თითოეული
ფოტო ცხოველის სახელს. შემდეგ ვაჩვენებ ვარანის ფოტოს, რომელიც, სავარაუდოდ მოსწავლეებისათვის
უცნობი იქნება და მივაწოდებ მცირე ინფორმაციას: ვარანი დიდი ზომის ხვლიკია. ის ზოგიერთ
ცხელ ქვეყანაში ბინადრობს. ვარანის ერთი
სახეობა დიდი ზომის, 3 მეტრამდე იზრდება. ის საშიში ცხოველია. მისი ნაკბენი სასიკვდილოა.
დიდი ზომის ვარანი ნადირობს ირემზე,ღორზე და სხვა გარეულ ცხოველებზე. აფრიკაში მცხოვრები
ვარანი მცირე ზომისაა, იკვებება ნიანგის კვერცხებით და პატარა ზომის ცხოველებით.
მიზანი: მოსწავლეები ვიზუალურად
გაეცნონ მხოხავ ცხოველებს. დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
|
სახელმძღვანელოზე მუშაობა,
მინი-ლექცია
|
ინდივიდუალური
|
ცხოველთა ფოტოები
|
5-8 წთ
|
3
|
ფლიფჩარტზე დახაზული მაქვს დიაგრამა, სადაც ჩავწერთ მხოხავი ცხოველების
ნადირებთან და ფრინველებთან საერთო და განსხვვებულ ნიშნებს. ვსვამ კითხვას:
-ნადირი დადის ან დახტის, ფრინველები დაფრინავენ, ეს ცხოველები როგორ
მოძრაობენ?
-თქვენი აზრით, რატომ დაარქვეს მათ ქვეწარმავლები?
-რით განსხვავდებიან ქვეწარმავლები ფრინველებისგან? (აქვს ოთხი ფეხი, რომელთა მეშვეობითაც მოძრაობს, აქვს
კბილები)
-რით განსხვავდება ქვეწარმავალი ნადირისგან? (ბეწვი არა აქვს, მრავლდება
უმეტესად კვერცხით)
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ განასხვავონ ერთმანეთისგან ნადირები, ფრინველები
და მხოხავი ცხოველები.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
დიაგრამა
|
5-8 წთ
|
4
|
მოსწავლეებს ვაჩვენებ მცირე ფილმს, დინოზავრის შესახებ. შემდეგ ვსვამ
კითხვას, ხომ არ გეცნოთ ეს ცხოველი?(მოსწავლეები თუ დაასახელებენ სწორად მათ სახელს,
მე ვეტყვი) არსებები, რომლებიც ჩვენ ფილმში ვნახეთ,დინოზავრები არიან. ისინი ძალიან
დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე და რატომ გადაშენდნენ და აღარ არიან დღეს,
ეგ არავინ იცის დაზუსტებით.
მიზანი: ახალი ინფორმაციის მიწოდება.
|
მინი ლექცია
|
იდივიდუალური
|
ფილმი
|
6-8
წთ
|
5
|
მოსწავლეებს ვუსვამ შემაჯამებელ კითხვას:’რა დაგამახსოვრდათ ყველაზე
მეტად დღევანდელი გაკვეთილიდან?
მიზანი: მოსწავლეებმა შეაჯამონ, ანალიზი გაუკეთონ გაკვეთილიდან მიღებულ
ინფორმაციას
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
|
წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს
ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
·
ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს
დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;
·
ჩამოთვლის ცოცხალი სხეულებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს;
შეფასება
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
მოსწავლე ცნობს მხოხავ ცხოველებს
|
მოსწავლე ამოიცნობს მხოხავ ცხოველებს, საუბრობს
რა აქვს საერთო და რა განსხვავებული ნიშნებინადირებთან და ფრინველებთან
|
მოსწავლე ამოიცნობს მხოხავ ცხოველებს, დახმარების
გარეშე უჭირს ისაუბროს რა აქვს საერთო და
რა განსხვავებული ნიშნებინადირებთან და ფრინველებთან
|
მოსწავლეს დახმარების გარეშე უჭირს მხოხავი
ცხოველების ამოცნობა
|
ჯგუფური მუშაობა:
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ჯგუფში მუშაობა
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოხატავს საკუთარ აზრს, უსმენს
ჯგუფის წევრებს და იზიარებს მათ აზრს.
|
მოსწავლე ჩართულია ჯგუფურ მუსაობაში, გამოხატავს
საკუთარ აზრს,უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ უჭირს მიღება და გაზიარება
|
უჭირს ჯგუფთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს
საკუთარ აზრს
|
რიცხვი: 5 დეკემბერი 2018 წელი
ხელმოწერა
_________________________________
ცხოველები გარე დაკვირვება)
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ქრისტინე ქობულაძე
|
პირადი ნომერი
|
|
საგანი
|
ბუნებისმეტყველება
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური / II კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
21
|
გაკვეთილის თემა
|
ცხოველები
|
გაკვეთილის მიზანი
|
•
მოსწავლეებმა შეძლონ
ცხოველების ამოცნობა მათი გარეგნული თუ სხვა ნიშნის მიხედვით.
•
შეძლონ ზოგიერთი
ცხოველის ნაშიერის დასახელება
•
შეძლონ პრაქტიკულ
აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
•
ცხოველის ამორჩევა,
მოდელის შექმნა და აღწერა
•
შექმნას კონკრეტული
ცხოველისათვის საარსებო გარემოს მოდელი(მსგ:ჩანახატი, პლასტელინი, აპლიკაცია და ა.შ.)
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან
|
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკული
აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის
გარემოს მნიშვნელობაზესაუბარი.
|
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგნიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
მოსწავლეებს მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის გეგმასა და მიზანს. განვლილი მასალის
შეხსენებისა და შეჯამების მიზნით დაფაზე გაკრული მექნება, მათ მიერ გაკვეთილებზე
შესრულებული აქტივობების შედეგები: "შინაური ცხოველები-ძუძუმწოვრები",
"ნადირები", "ფრინველები", "მხოხავი ცხოველები."
მათ მცირე საუბრით შევახსენებ განვლილ მასალას.
მიზანი: მოსწავლეებისათვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა, შესწავლილი
მასალის გახსენება.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
"შინაური ცხოველები-ძუძუმწოვრები",
"ნადირები", "ფრინველები", "მხოხავი ცხოველები."
|
2-3
წთ
|
2
|
მოსწავლეებს შემთხვევითი გათვლის გზით ვაწყობ
4 ჯგუფად. პირველ ჯგუფი "შინაური ცხოველები-ძუძუმწოვრები", მეორე
"ნადირები",
მესამე- "ფრინველები", მეოთხე
- "მხოხავი ცხოველები". მოსწავლეებს შევახსენებ მათ მიერ შემუშავებულ ჯგუფში
მუშაობის წესებს და ვაძლევ ინსტრუქციას:
თქვენ მოგეცემათ სამი დავალება:
1) თქვენი ჯგუფის თემიდან გამომდინარე, მინიშნებებით,
უნდა გამოიცნოთ, რომელ ცხოველზეა საუბარი.
2)თქვენს წინ დევს ყუთი, რონელშიც მოტავსებულია
ცხოველის ფოტო, რომელცხოველსაც ამოიღებთ, უნდა დაწეროთ მისი მოკლე დახასიათება:
ა)რა ჰქვია ამ ცხოველს.
ბ)რა ჰქვია მის ნაშიერს.
გ)სად არის მისი საბინადრრო ადგგილი.
დ)რით იკვებება.
ე) ნაწარმოები, სადაც ამ ცხოველზე წაგიკითხავთ
ან მულტფილმი, სადაც ეს ცხოველი გინახავთ.
3) გამოძერწეთ, დახატეთ ან გამოჭერით თქვენი ჯგუფიდან გამომდინარე
რამოდენიმე ცხოველი და შექმენით მათთვის საბინადრო ადგილი.
(ეს მითითებები გამოკრული იქნება მოსწავლეებისათვის
თვალსაჩინო ადგილზე)
მიზანი: თანამშრომლობითი
უნარის განვითარება. განვლილი მასალის სისტემაში მოყვანა.
|
ჯგუფური
|
ჯგუფური
|
ბარათები, სათამაშო
ცხოველები,
მოსწავლეთა
მიერ შექმნილი მოდელები
|
18-20
წთ
|
3
|
პრეზენტაცია:
თითოეულ გუნდის წევრს პრეზენტაციისათვის მივცემ
3 წუთს
მიზანი: პრეზენტაციის
უნარის განვითარება.
|
ვერბალური
|
|
|
12-13 წუთი
|
4
|
შეჯამებისთვის მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს,
პასუხი უნდა გასცენ ორ კითხვას:
1) რა მოგეწონა?
2) რომელი ცხოველი
მოგეწონა და რატომ?
მოზანი: მოსწავლეებმა
შეაჯამონ განვლილი მასალა და გამოყონ, თუ რომელი ცხოველი მოეწონათ.
|
წერა
|
ინდივიდუალური
|
ბარათები
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე
პასუხის გასაცემად;
·
იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ.ჩანახატი, ზეპირმეტყველება,
ისტ) საკუთარი მოსაზრების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.
·
ქმნის კონკრეტული ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს (მაგ.:ჩანახატს,
აპლიკაციას ან სხვადასხვა მასალისგან, მაგალითად, პლასტილინისგან დამზადებულ კომპოზიციას)
შეფასება
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ცნობს ცხოველებს
გარეგნული თუ სხვა ნიშნის მიხედვით
|
მოსწავლე ცნობს
ცხოველებს გარეგნული თუ სხვა ნიშნის მიხედვით, ასახელებს ნაშიერის სახელს,
|
მოსწავლე ცნობს
ცხოველებს გარეგნული ნიშნით, დახმარეის გარეშე უჭირს სხვა ნიშნის მიხედვით ამოცნობა.
ასახელებს ცოველის ნაშიერს
|
მოსწავლე ცნობს
ცხოველებს გარეგნული ნიშნით,უჭირს სხვა ნიშნით მისი დასახელება და ცხოველთა ნაშიერების
დასახელება
|
ქმნის კონკრეტული
ორგანიზმისათვის საარსებო გარემოს მოდელს
|
მოსწავლე ქმნის
მოცემული ცხოველის საარსებო გარემოს მოდელს (ჩანახატით, პლასტილინით, აპლიკაციით)
|
მოსწავლეს დახმარების
გარეშე უჭირს ცხოველის საარსებო გარემოს შექმნა
|
მოსწავლე ვერ
ქმნის ცხოველისთვის საარსებო გარემოს მოდელს
|
ჯგუფური მუშაობა:
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ჯგუფში მუშაობა
|
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, გამოხატავს საკუთარ აზრს, უსმენს
ჯგუფის წევრებს და იზიარებს მათ აზრს.
|
მოსწავლე ჩართულია ჯგუფურ მუსაობაში, გამოხატავს
საკუთარ აზრს,უსმენს ჯგუფის წევრებს, მაგრამ უჭირს მიღება და გაზიარება
|
უჭირს ჯგუფთან თანამშრომლობა, ვერ გამოხატავს
საკუთარ აზრს
|
კითხვები ჯგუფური
მუშაობისთვის
შინაური ცხოველები-ძუძუმწოვრები
1)ეს ცხოველი სახლის ერთგული დარაჯია. (ძაღლი_
2)ამ ცხოველს ტვირთის გადასაზიდად იყენებენ, მის ხმიანობას ყროყინს ეძახიან.
(ვირი_
3)ამ ცხოველს ადამიანები ურემში აბამენ.
4)ამ ცხოველს ზურგზე უნაგირს ადგამენ, პირსი ლაგამს უკეთებენ, ფეხზე კი
ნალს აკრავენ . (ცხენი)
5)ამ ცხოველს ძალიან უყვარს რკო, წაბლი და წუმპეში წოლა. (ღორი
ტყის ნადირი
1)მას ბასრი კბილები აქვს, თუ სადმე ცხვარს გადაეყარა, გაიტაცებს და დაგლეჯს.
(მგელი)
2)ამ ტყის ნადირს ძალიან უყვარს თაფლი და ზამთარში ძილი. (დათვი)
3)ამ ნადირს ლამაზი ფაფარი ამსვენებს, ცხოველთა მეფეს ეძახიან. (ლომი)
4)ამ ტყის ნადირის ტანი შავ-თეთრი ზოლებითაა დაფარული. (ზებრა)
5) მას სწრაფი სირბილი შეუძლია, თავს ლამაზი რქები უმსვენებს.
ფრინველები
1)ამ ფრინველს ერთი ჩვევა აქვს, კვერცხ სხვის ბუდეში დებს. (გუგული)
2)ის გაზაფხულის მახარობელი ფრინველია. (მერცხალი)
3)ამ ფრინველის გალობა ყურს ატკბობს. (ბულბული)
4)ის ძალიან მაღლა დაფრინავს და ფრინველთა მეფეს ეძახიან. (არწივი))
5)ეს ფრინველი ადამიანის საბინადროსტან ცხოვრობს, მის ნაშიერს წიწილა ჰქვია.(ქათამი)
მხოხავი ცხოველები:
1)მას ფეხები არა აქვს, მაგრამ სწრაფად მოძრაობს. მისი ნაკბენი შხამიანია.
(გველი)
2)ეს ვეებერთელა ცხოველი სიცოცხლის დიდ ნაწილს მდინარეში ან ტბაში ატარებს,
მსხვერპლს უცაბედად სტაცებს თავის უსველებელ პირს და წყალში ჩაათრევს. (ნიანგი)
3)ეს პატარა ცხოველი სწრაფად მოძრაობს და მოხერხებულად იმალება ქვებს შორის.
(ხვლიკი)
4)მისი სხეული მაგარი ჯავშნითაა დაფარული და ნელა მოძრაობს. (კუ)
5)ის დიდი ზომის ცხოველია, დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. (დინოზავრი)
რიცხვი: 11 დეკემბერი 2018 წელი
ხელმოწერა __________________________________
ინტეგრირებული გაკვეთილი მე-2 კლასი
გაკვეთილის გეგმა
.
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნაყოფი და თესლი
|
ინტეგრირებული საგანები
|
ბუნება
პედ.: ქ. ქობულაძე
ქართული ენა
პედ.: ქ. ქობულაძე
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, II კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8 მოსწავლე
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი მნიშვნელოვანია
იმდენად, რამდენადაც მოსწავლე უნდა
იცნობდეს და არჩევდეს მცენარის ნაწილებს, ნაყოფსა და თესლს, კითხულობდეს
მცირე ზომის ტექსტს.
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
ქართული ენა
II. 4.
მოსწავლემ შეძლოს წერილობითი კოდის გაშიფვრა
ხმამაღლა (მთლიანი
სიტყვებით ან დამარცვლით) წაიკითხოს მარტივი
წინადადებებით შედგენილი მცირე ტექსტი (საბავშვო ლექსი)
იპოვოს და წაიკითხოს მასწავლებლის
მიერ მითითებული ადგილი
ბუნება
II. 1. შეძლოს მცენარის ნაწილების აღწერა,
კერძოდ ნაყოფისა და თესლის გარჩევა,
ნაყოფისა და თესლის ამოცნობა
მშრალი და წვნიანი ნაყოფის
ამოცნობა
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები ცნობენ მცენარეებს,
იციან მისი ძირითადი ნაწილები(ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი)
მოსწავლეები ნაცნობ სიტყვებს თავისუფლად კითხულობენ
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ
კითხვის, დაკვირვებისა და ანალიზის უნარს, და გაკვეთილში ჩართულობას განმავითარებელი
შეფასებით
|
სასწავლო მასალადა
ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო (ბუნებისა და ქართული ენის),ლექსი"ვაშლი და შაქარა" სამუშაო რვეული (ბუნება), ფერადი ცარცი, სხვადასხვა მცენარის (ვაშლი, მსხალი, ლობიო,
გოგრა, ლიმონი, ტკბილი წიწაკა, ხურმა, სიმინდი, ჩინური ხურმა(კარალიოკი)) ნაყოფი
და თესლი, მცენარის ნაყოფის სურათები (მცენარეთა ამოსაცნობად და წყვილებში სამუშაოსთვის),
ვატმანის ფურცელზე შესრულებული ნახატი-"ვაშლი და შაქარა" , ფერადი ფანქრები
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
I ფაზა: 1) საკლასო საუბარი (2 წუთი),
გაკვეთილს ვიწყებ კითხვებით:
-რა ნაწილები აქვს მცენარეს?(ასახელებენ უკვე შესწავლილ ნაწილებს-ფესვს,
ღეროს, ფოთოლს, ყვავილს),
- რა შეგინიშნავთ მცენარეზე, ამ ნაწილების გარდა? (გამოთქვამენ თავიანთ
მოსაზრებებს).
2) ა.წერეთლის ლექსის „ვაშლი
და შაქარა“ კითხვა ( 10 წუთი) (ქართული ენა)
მოსწავლეების ყურადღებას
მივაქცევ ილუსტრაციას (იხ. დანართი N1) და ვეკითხები თუ რა მცენარეს ვხედავთ მასზე?
( ვაშლს). რომელიმე შესწავლილი ნაწარმოები ხომ არ გაგვახსენა ამ ილუსტრაციამ? ( პასუხი:
„ვაშლი და შაქარა“). ამის შემდეგ მოსწავლეებს
ვთხოვ წავიკითხოთ ეს ლექსი. ვაკითხებ 2-3 მოსწავლეს. ვსვამ კითხვებს მის ირგვლივ:
- რამ შეარხია ხე? (ქარმა)
-რა მოწყდა ყუნწში? ( ნაყოფი)
მოსწავლეები მოძებნიან და წაიკითხავენ
ლექსის იმ ნაწილს, სადაც ეს სიტყვაა გამოყენებული.
-
რა იგულისხმა პოეტმა ნაყოფში? (ვაშლი)
-
ვაშლის გარდა, სხვა რომელი ნაყოფი იცით? (მოსწავლეები
პასუხობენ)
II ფაზა: 3) წყვილებში მუშაობა
(
5
წუთი) (ბუნება)
წყვილებს ვთხოვ ფურცელზე
ჩამოწერონ ნაცნობი ნაყოფები. პრეზენტაციის
დროს პირველი წყვილის მიერ დასახელებულ ნაყოფთა სახელწოდებებს ვწერ დაფაზე და შემდგომი
წყვილების მიერ დასახული ნაყოფებიდან კი მხოლოდ განსხვავებულს მივამატებ. ვაჩვენებ
სხვადასხვა მცენარის ნაყოფთა სურათებს, რომლებიც უნდა ამოიცნონ (იხ. დანართი N2)
ვსვამ კითხვებ : ( 5 წუთი)
-მთლიანად ვჭამთ ნაყოფს თუ რაიმეს ტოვებთ? რას ტოვებთ? (პასუხობენ „კურკას“, ან „თესლს“)
-ყველა ნაყოფის კურკა ერთნაირია? (არა)
მოსწავლეებს ვაჩვენებ მცენარეების, გოგრის, მსხლის, ლიმონის ნაყოფს,
ვჭრით მათ და ვნახულობთ მათ კურკას.
გავტეხავ გოგრისა და ლობიოს
კურკას, აკვირდებიან მათ.
-რა არის კურკაში?(თესლი)
-ყველა თესლი ერთნაირია?(არა)
-დიახ, ასეა, ყველა ნაყოფი თავისებურია და თითოეულს განსხვავებული თესლი
აქვს. ვაჩვენებ სურთებს სხვადასხვა მცენარეებისა და თესლის (იხ.დანართი N3)
4) ვმუშაობთ სახელმძღვანელოში (5 წუთი).
მოსწავლეები ინდივიდუალურად
მუშაობენ სახელმძღვანელოში და ასრულებენ დავალებას სამუშაო რვეულში- აკავშირებენ
ნაყოფისა და თესლის ფოტოებს.
5) დიდაქტიკური თამაში (5 წუთი)
წყვილებს ვურიგებ სხვადასხვა
მცენარის თესლს და შესაბამის ნაყოფთა სურათებს ( ვარიანტი I და ვარიანტი II). მათ უნდა ამოიცნონ, რომელი თესლი რომელ
ნაყოფს ეკუთვნის (იხ. დანართი N4)
6) საკლასო საუბარი(5 წუთი)
მოსწავლეებში ჩამოვატარებ ლობიოსა
და გაჭრილ ვაშლს, ვთხოვ, შეეხონ ხელით და დაასახელონ რომელია მშრალი და რომელი -წვნიანი.
-დამწიფების დროს ზოგიერთი ნაყოფი გამოშრება, ზოგი კი არა. ასე რომ, ზოგ მცენარეს წვნიანი ნაყოფი აქვს, ზოგს
კი მშრალი.
7) წყვილებში მუშაობა ( 3 წუთი)
მოსწავლეებს ვთხოვ დაუბრუნდნენ გაკვეთილის დასაწყისში
ფურცელებზე ჩამოწერილ ნაყოფთა სახელწოდებებს და
წითელი ფანქრით შემოხაზონ წვნიანი ნაყოფი და ლურჯით-მშრალი. პრეზენტაციისას
მოსწავლის ნამუშევრის შესაბამისად დაფაზე დაწერიl ნაყოფთა სახელებს შემოვხაზავ
წითელი ან ლურჯი
ცარცით.
8) სამუშაო რვეულში მუშაობა ( 3 წუთი)
მოსწავლეები ინდივიდუალურად
მუშაობენ სამუშაო რვეულში და ასრულებენ II დავალებას: ნაყოფის ფოტოსურათს აერთებენ
წითელ ან ლურჯ კალათასთან.
III ფაზა: 9) შეჯამება (2 წუთი)
-რას გავეცანით დღევანდელ გაკვეთილზე?
(ნაყოფსა და თესლს)
-როგორ ნაყოფებს გავეცანით?(მშრალსა და წვნიანს)
-მცენარის რა ნაწილებს გავეცანით?(ნაყოფსა და თესლს)
მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა,
რომ ნაყოფი და თესლი მცენარის ნაწილებია,
ნაყოფი შეიძლება იყოს მშრალი ან წვნიანი და თითოეული მცენარის ნაყოფი და თესლი
განსხვავებულია.
მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.
|
სამოდელო გაკვეთილი I
სსიპ ქ ქუთაისის N 28 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი
ინტეგრირებული გაკვეთილი (სამოდელო)
დაწყებითი საფეხური
პედაგოგი:ქ.ქობულაძე
გაკვეთილის თემა
|
სურათის აღწერა და „ჰ“ ასო-ბგერის
გაცნობა
|
საგანი
|
ქართული ენა; ბუნებისმეტყველება
|
სწავლების საფეხური/კლასი
პედაგოგი
|
I დაწყებითი საფეხური
ქრისტინე ქობულაძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
აქტუალობა
|
გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ისწავლონ კიდევ ერთი ასო-ბგერა,
გაეცნონ ფრინველებსა და ცხოველებს.
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მიზნები: მოსწავლე მიღებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, შეძლებს ამოიცნოს ცხოველები და ფრინველები. ასევე,, ასო-ბგერა „ჰ“
კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან
ქართ.1.2. მოსწავლეს
შეუძლია გადმოსცემს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
შედეგი თვალსაინოა, თუ მოსწავლე
·
აღწერს ილუსტრაციას (აღწერს მოქმედებას, ასახელებს
საგნებს, სწორად აღწერს საგანთა განლაგებას:წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ,
მარცხნივ).
ქართ.1.6. მოსწავლეს
შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასოებისგან აწყობს სიტყვას.
ბუნ.1.2. მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აჯგუფებს ორგანიზმებს ფრინველებად და ცხოველებად.აღწერს
მათ განმასხვავებელ ნიშნებს.
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ცნობენ შესწავლილ ასო-ბგერებს, ნაცნობი ასო-ბგერებისგან
აწყობენ სიტყვებს. ცნობენ ზოგიერთ ცხოველსა
და ფრინველს.
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმეტი
|
1)კითხვა-პასუხი
მოსწავლეები სახელმძღვანელოში აკვირდებიან ილუსტრაციას, პარალელურად
იგივე ილუსტრაცია სათამაშოების მეშვეობით იქნება გაცოცხლებული.
-რა ცხოველებს ვხედავთ?
-ყველა ცხოველია?
-რით არიან დაკავებულები ცხოველები?
2) ილუსტრაციის აღწერა
შევადგინოთ პატარა ამბავი სურათის მიხედვით.
3)დამატებითი ინფორმაციის მიწოდება
ვაწვდი დამატებით ინფორმაციას თითოეულ ცხოველზე და შემდეგ, გუნდებს ვაჯიბრებ
გამოცანების გამოცნობაში.
წუთშესვენება
4)მოძრავი ანბანით სიტყვების აწყობა
მოძრავი ანბანით ვაწყობთ სიტყვა“ბეჰემოთს“ (ერთი მოსწავლე მუშაობს დაფასთან),
სადაც უცნობი „ჰ“ ასო-ბგერა იქნება გამოსახული გრაფიკულად. ვსვამ კითხვას:
-დავმარცვლოთ სიტყვა „ბეჰემოთი“; დავყოთ ასო-ბგერებად, რომელი ასო-ბგერაა
გრაფიკულად გამოსახული?
-„ჰ“ასო-ბგერა ხმოვანია თუ თანხმოვანი?
-რამდენი ხმოვანი და თანხმოვანი გვაქვს ქართულ ენაში?
-სულ რამდენი ასო-ბგერაა ქართულ ენაში?
-ჩვენ რამდენი ასო-ბგერა შევისწავლეთ?
- დღეს შევისავლით 33-ე ასო-ბგერა „ჰ“-ს.
- ვაცნობ ასო-ბგერა „ჰ“-ს. მოსწავლეები
მას პოულობენ მოძრავ ანბანში და ამის შემდეგ ვთხოვ, დაასახელონ სიტყვები, რომლებიც
იწყება „ჰ“ ასო-ბგერაზე. დასახელებულ სიტყვებს ჯგუფები აწყობენ მოძრავი ანბანით.
5)შეჯამება
ამის შემდეგ ვახდენ გაკვეთილის შეჯამებას ტესტით.
|
შეფასება
|
მოსწავლეებს ვაფასებ სუტყვიერად, განმავითარებელი შეფასებით. შეფასების
საგანი:
·
გაკვეთილზე ჩართულობა
·
სწორი, გაბმული მეტყველება
ჯგუფურად მუშაობისას შეფასდებიან:
·
სწორი, გაბმული მეტყველება
·
შეთანხმებულად მუშაობს ჯგუფში
|
სასწავლო რესურსი
|
1)“დედა ენა“ I კლასი (ნ. მაღლაკელიძე,
ე. მაღლაკელიძე)
2)საინფორმაციო ტექსტი, აკრებილი პოვერპოინტში
3)ტესტი
დამხმარე რესურსი:
პლუშის სათამაშოები, პროექტორი
|
შეფასების სქემა
|
|||
საშუალო
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
|
სწორი, გაბმული მეტყველება
|
ვერ პასუხობს კითხვებს, ვერ აყალიბებს აზრს, უჭირს გაბმული მეტყველება,
ვერ წარმოთქვამს სიტყვებს სწორად
|
ნაწილობრივ პასუხობს კითხვებს, ნაწილობრივ აყალიბებს აზრს, ზოგიერთ სიტყვას
ვერ წარმოთქვამს სწორად.
|
პასუხობს კითხვებს ადეკვატურად, სწორად წარმოთქვამს სიტყვებს და აყალიბებს
აზრს. აქვს გაბმული მეტყველება.
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
საგაკვეთილო პროცესში ვერ არის ჩართული, არ ერთვება კითხვა-პასუხში,
არც ჯგუფურ მუშაობაში
|
ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, ნაწილობრივ ჩართულია კითხვა
- პასუხის აქტიობაში, და ჯგუფურ მუშაობაში
|
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად სცემს კითხვებზე
პასუხს და აქტიურობს ჯგუფურ მუშაობაში
|
ჯგუფური მუშაობა
|
ვერ მუშაობს ჯგუფში შეთანხმებულად, ვერ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,ვერ
წარმოთქვამს თავის აზრს და ვერ ეხმარება მათ სიტყვების აწყობაში
|
ჯგუფის ყველა წევრთან ვერ მუშაობს შეთანხმებულად,
ჯგუფის ზოგიერთ წევრთან უჭირს თანამშრომლობა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
|
შეთანხმებულად მუშაობს ჯგუფის ყველა წევრთან, კარგად თანამშრომლობს ჯგუფის
ყველა წევრთან, აფიქსირებს თავის აზრს და ეხმარება ჯგუფის წევრებს მასწავლებლის დავალების
შესრულებაში.
|
ტესტი
1)პინგვინი არის
ა) ცხოველი ბ) ფრინველი გ) თევზი
2)სად ცხოვრობს ბეჰემოთი?
ა) ყინულებში ბ) ცხელ აფრიკაში გ) მთებში
3)იპოვეთ და გააფერადეთ ყველა „ჰ“ ასო-ბგერა
პ
|
კ
|
ჰ
|
ჰ
|
ჟ
|
ჭ
|
ჰ
|
4)შემოხაზეთ მხლოდ „ჰ“ასო-ბგერა:
ბეჰემოთი, რეჰანი, ჰამაკი,
ზაჰესი.
5)გააფარედათ ის სურათი, რომლის სახელშიც არის „ჰ“ ასო-ბგერაზე:
ინტეგრირებული გაკვეთილი (სამოდელო)
დაწყებითი საფეხური
პედაგოგი:ქ.ქობულაძე
გაკვეთილის თემა
|
გეომეტრიული ფიგურები,
აპლიკაციის შექმნა
|
საგანი
|
მათემატიკა, ხელოვნება,
|
სწავლების საფეხური/კლასი
პედაგოგი
|
I დაწყებითი საფეხური
ქრისტინე ქობულაძე
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
აქტუალობა
|
გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ისწავლონ და გაარჩიონ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
მიზნები: მოსწავლე შეძლებს ამოიცნოს
და დაახასიათოს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, კერძოდ რამდენი წვერო, კუთხე და გვერდი
აქვს მრავალკუთხედებს.
კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან
მათ.1.6. მოსწავლეს
შეუძლია შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
შედეგი თვალსაინოა, თუ მოსწავლე
·
ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში
უთითებს დასახელებულ ფიგურებს.
·
შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან.
მათ.1.7. მოსწავლეს
შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის
ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს
ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად.
ს.გ..1.2. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბენებრივი მასალით ქმნის
აპლიკაციას, კოლაჟს.
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ცნობენ ზოგიერთ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურას.
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმეტი
|
1)საშინაო დავალების გამოკითხვა.
მოსწავლეებს მიცემული ქონდათ მარტივი გეომეტრიული ფიგურა წერტილი და
მონაკვეთი. მოსწავლე გამოსახავს მას დაფაზე (3 წუთი)
2)გეომეტრიული ფიგურების გაცნობა (7 წთ)
მოსწავლე სვამს სამ წერტლს დაფაზე და აერთებს მას მონაკვეთებით, თან
ვითვლით რამდენ მონაკვეთს გაავლებს, მივიღებთ გეომეტრიულ ფიგურას სამკუთხედს. მოსწავლეები
პარალელურად ააწყობენ ამ ფიგურას ჩხირებით, შემდეგ ანალოგიურად გავაკეთებთ ოთხკუთხედს
და ხუთკუთხედს. თან ავღნიშნავთ თუ რამდენი გვერდი, წვერო და კუთხე აქვს თითოეულს.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ ჩხირებით გამოსახონ წრე. რომელსაც ვერ შეძლებენ. ამით
მიხვდებიან. მივლენ დასკვნამდე, რომ წრეს
არ აქვს კუთხე და წვერო.
3)ამის შემდეგ ვთხვოვ ჩვენს ოთახში არსებული საგნები შეადარონ რომელიმე
გეომეტრიულ ფიგურას, თან ეს ფიგურა უნდა
ამოარჩიონ გროვებიდან მაგ: საათი - წრე, კარი-ოთხკუთხედი...(3 წთ)
4) წყვილებში მუშაობა (5წთ)
წყვილებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს და გეომეტრიულ ფიგურებს და ვთხოვ
მათი საშუალებით ააწყონ საგანი, ნიმუშის
მიხედვით.
წუთშესვენება (2წთ)
5) რაში შეიძლება გამოვიყენოთ დღეს მიღებული ცოდნა?
შეიძლება მიპასუხონ, რომ მას გამოვიყენებთ აპლიკაციის შექმნაში, მე მათ
ვაჩვენებ ჩემს მიერ შედგენილ რესურსს პოვერპოინტში, სადაც მოსწავლეები გეომეტრიულ ფიგურებს ამოიცნობენ
საგზაო ნიშნებზე, ხიდებზე და ა.შ.(5 წუთი)
6) შეჯამება ტესტით (10წთ)
|
შეფასება
|
მოსწავლეებს ვაფასებ სიტყვიერად, განმავითარებელი შეფასებით. შეფასების
საგანი:
·
გაკვეთილზე ჩართულობა
·
ცნობს გეომეტრიულ ფიგურებს და ახასიათებს მათ
·
ყოფითი დანიშნულების საგნებს სწორად უსაბამებს გეომეტრიულ
ფიგურებს
|
სასწავლო რესურსი
|
გეომეტრიული ფიგურები, ფერადი
ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები აპლიკაციის შესაქმნელად, “გეომეტრიული ფიგურები
ჩვენ ირგვლივ“
|
შეფასების სქემა
|
|||
საშუალო
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
|
გაკვეთილზე
ჩართულობა
|
საგაკვეთილო
პროცესში
ვერ
არის
ჩართული,
არ
ერთვება
კითხვა-პასუხში,
არც
ჯგუფურ
მუშაობაში
|
ნაწილობრივ
ჩართულია
საგაკვეთილო
პროცესში,
ნაწილობრივ
ჩართულია
კითხვა
- პასუხის
აქტიობაში,
და
ჯგუფურ
მუშაობაში
|
აქტიურადაა
ჩართული
საგაკვეთილო
პროცესში,
აქტიურად
სცემს
კითხვებზე
პასუხს
და
აქტიურობს
ჯგუფურ
მუშაობაში
|
ცნობს გეომეტრიულ ფიგურებს და ახასიათებს მათ
|
ცნობს ჩვენს მიერ შესწავლილ გეომეტრიულ ფიგურებს, მაგრამ ვერ ახასიათებს
მათ
|
ცნობს ჩვენს მიერ შესწავლილ
გეომეტრიულ ფიგურებს და ნაწილობრივ ახასიათებს მათ.
|
ცნობს ჩვენს მიერ შესწავლილ ყველა გეომეტრიულ ფიგურას და ახასიათებს
მათ, რამდენი გვერდი, წვერო და კუთხე აქვს.
|
ყოფითი დანიშნულების საგნებს სწორად უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს
|
ცნობს ყოფითი დანიშულების საგნებს, მაგრამ ვერ უსაბამებს სწორად გეომეტრიულ
ფიგურებს
|
ცნობს ყოფითი დანიშულების საგნებს, და ზოგიერთ მათგანს უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს
|
ცნობს ყოფითი დანიშნულების საგნებს და სწორად უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს
|
უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს ნიმუშის მიხედვით
|
ნიმუშის მიხედვით ვერ უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს
|
ნაწილობრივ უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს ნიმუშის მიხედვით
|
სწორად უსაბამებს გეომეტრიულ ფიგურებს ნიმუშის მიხედვით
|
წყვილებში მუშაობა
|
ვერ ახერხებს იმუშაოს მეწყვილესთან.
|
ახერხებს იმუშაოს მეწყვილესთან, გარკვეული მითითების შემდეგ
|
შეთანხმებულად ინაწილებენ სამუშაოს და ასრულებენ მას
|
Комментариев нет:
Отправить комментарий